ბასტისა და ბუბუს ფუმფულა სათამაშოებთან შეხვედრა და დაუვიწყარი ზეიმი ბავშვებისთვის - რა გელით 31 ოქტომბერს - მშობლები

ბასტისა და ბუბუს ფუმფულა სათამაშოებთან შეხვედრა და დაუვიწყარი ზეიმი ბავშვებისთვის - რა გელით 31 ოქტომბერს

2018-10-29 07:00:49+04:00

სახალისო თამაშები და სახის უფასოდ მოხატვა ყველასთვის! როგორც ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, ამ დღეებში "ბიბლუსში" საბავშვო კვირეულია, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა ბავშვებსა და მშობლებს შორის. სწორედ ამ კვირეულის ფარგლებში, უამრავ საინტერესო აქციას, ფასდაკლებას და ღონისძიებას შორის ერთ-ერთი გამორჩეულია ბასტისა და ბუბუს ფუმფულა სათამაშოების გრანდიოზული წარდგენა (იხილეთ მეტი ინფორმაცია საბავშვო კვირეულზე).

მშობლებისა და შვილების საყვარელი პერსონაჟები, ბასტი და ბუბუ უკვე ფუმფულა სათამაშოების სახით მოგვევლინებიან. ეს გამომცემლობა „პალიტრა L-ის“, "ბიბლუსისა" და „ბასტი-ბუბუს“ ერთობლივი საჩუქარია ერთგული მომხმარებლებისთვის. მხიარული ღონისძიება 31 ოქტომბერს, 19:00 საათზეა დაგეგმილი, ბიბლუსი გალერეის -1 სართულზე (ჭავჭავაძის #7).

მოსულ სტუმრებს ელით სათამაშოების პრეზენტაცია და "ბასტი-ბუბუს შოუ". პროექტის მხიარულ პრეზენტაციას წაიყვანენ ბაბილინა, ბასტი, ბუბუ და ბავშვები. მოეწყობა სახალისო გათამაშება და უფასოდ სახის მოხატვა.

ასე რომ, ნამდვილად დაუვიწყარი შეხვედრა გელით, რომელიც პატარებს ძალიან მოეწონებათ და გირჩევთ, არ გამოტოვოთ.

მსურველებს შეუძლიათ, იქვეც შეიძინონ ახალი სათამაშოები, გარდა ამისა, ფუმფულა ბასტი და ბუბუ ხელმისაწვდომი იქნება „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში.

altსაბავშვო კვირეული „ბიბლუსში“ – რა საჩუქრები ელით პატარებს