7 რამ, რაც აუცილებლად ემახსოვრებათ ბავშვებს თქვენს შესახებ მოზრდილობის დროს - მშობლები

7 რამ, რაც აუცილებლად ემახსოვრებათ ბავშვებს თქვენს შესახებ მოზრდილობის დროს

2018-10-29 07:22:28+04:00

აი, რას გაიხსენებენ ბავშვები თქვენზე, როდესაც გაიზრდებიან ბავშვობისდროიდელი მოგონებები მთლად მკაფიო არ არის, მაგრამ ზოგიერთი მათგანი შეიძლება სამუდამოდ დარჩეს მეხსიერებაში. შეიძლება, ჩვენთვის არ იყოს მნიშვნელოვანი, მაგრამ ბავშვისთვის ეს იქცეს ერთ-ერთ ნათელ ნაწყვეტად მის ცხოვრებაში.

მოუსმინეთ ბავშვობის ისტორიებს, რომლებსაც იხსენებენ თქვენი მეგობრები და ნაცნობები. რა ინახება მათ მეხსიერებაში? დედის სახე ბაბუას გასვენების დროს, წყენა, რომელიც მამისგან მიიღეს, მშობლების ბედნიერი თვალები ოჯახის ქალაქგარეთ გასვლისას...

ზოგიეთი მონაკვეთი რჩება ბავშვთან მთელი ცხოვრების მანძილზე, რამდენი წელიც არ უნდა იყოს გასული. აი, რას გაიხსენებენ ბავშვები თქვენზე, როდესაც გაიზრდებიან:

დროს, რომელსაც მათთან ერთად ატარებდით

mshoblebi

როდესაც გაიზრდებიან, ძნელად ემახსოვრებათ ყველა სათამაშო, რომელიც დაბადების დღეებზე აჩუქეთ, ან ნაყინის რაოდენობა, რაც კი მთელი ბავშვობის დროს გიყიდიათ. მოვლენები აახლოებს ოჯახის წევრებს ერთმანეთთან და არა ნივთები. ამიტომ მეხსიერებაში რჩება ერთად გატარებული სეირნობები, თეატრის სპექტაკლები, კაფეში ერთად მირთმეული ნაყინი თუ სხვა ტკბილეული და ერთმანეთთან ურთიერთობა.

მომენტები, როდესაც გვერდზე დებდით ტელეფონს

mshoblebi

გამუდმებით ვცდილობთ ბავშვის ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტების დაფიქსირებას, ფაქტიურად არ ვუშვებთ ხელიდან გაჯეტს. მაგრამ ბავშვისთვის მნიშვნელოვანია არა ფაქტიური დამამტკიცებელი ნივთები, არამედ თქვენი მისდამი ყურადღება.

ბავშვებმა იციან, რომ ჩვენ გვიყვარს ისინი, მაგრამ იმ მომენტში, როდესაც ვთიშავთ კომპიუტერს და გვერდზე ვდებთ ტელეფონს, ისინი გრძნობენ მზრუნველობას.

თქვენი შექება

mshoblebi

ფრაზა - "მე შენ მიყვარხარ" ძალიან ხშირად ისმის და კარგავს თავის მნიშვნელობას. მაგრამ არსებობს სხვა მეთოდებიც მაგ:" ვამაყობ შენით", " ჩვენი ოჯახი უკეთაა შენი წყალობით", " საუკეთესო მეგობარი ხარ". ყველა ეს ფრაზა პატარა ასაკიდან უმუშავებს ბავშვს ინდივიდუალობას და თავისი თავის პატივისცემას.

როგორ პოულობთ რთული სიტუაციიდან გამოსავალს

mshoblebi

თქვენ წინამძღვარი ხართ თქვენი შვილებისთვის ამ რთული ცხოვრების გზაზე. მძიმე სიტუაციებში, მაგალითად ოჯახის წევრის ავადმყოფობის დროს, მნიშვნელოვანია სწორედ თქვენი ქმედებები და საჭირო სიტყვების მოძებნა, რათა ბავშვმა დაცულად იგრძნოს თავი და არ დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა. ასეთი მომენტები ყველაზე ძლიერი და შთამბეჭდავია ბავშვის მეხსიერებაში.

დრო, როდესაც არ იყავით მის გვერდით

mshoblebi

ბავშვები რთულად იტანენ მომენტებს, როდესაც მათ მშობლის თანაგრძნობა სჭირდებათ, ისინი კი არ არიან გვერდით. მეორე მხრივ, ასეთი გამოცდილება დადებით ეფექტს იძლევა. პრობლემის დამოუკიდებელი გადალახვა მიზნის მისაღწევად - პიროვნულად გაზრდისა და დამოუკიდებლობის მოპოვების ერთ-ერთი გზაა.

როგორ ექცევით (პარტნიორები) უფროსებს და ერთმანეთს

mshoblebi

ბავშვები ყოველთვის იღებენ მაგალითს მშობლებისაგან და თუ თქვენ ვინმეზე ზურგს უკან ლაპარაკობთ, ან ცუდად ექცევით მოხუცებულს, ისინიც ზუსტად ასე მოიქცევიან, რადგან ეს ეგონებათ ნორმა. ბავშვების თანდასწრებით გამოავლინეთ სითბო და მზრუნველობა პარტნიორის მიმართ, რადგან ბავშვისთვის სწორედ თქვენი ურთიერთობები წარმოადგენს მოდელს მაშინაც კი, როდესაც თქვენ ამას ვერ ამჩნევთ.

თქვენი ქცევა სტრესულ სიტუაციებში

mshoblebi

ცხოვრება რთულია და თქვენი შვილები სტრესულ სიტუაციებში ისევე იქცევიან, როგორც თქვენ. მაშინ, როდესაც სასკოლო პროექტი ან სადილი არ არის მზად და თქვენ არაადეკვატურად იქცევით...

თუ სტრესს მისცემთ უფლებას გაგტეხოთ, მაშინ, როდესაც თქვენი ბავშვები გაიზრდებიან, ასევე აღმოჩნდებიან მოუმზადებლები ცხოვრებისათვის, გაუძნელდებათ წინააღმდეგობების გადალახვა. ასევე ემახსოვრებათ, რომ სერიოზული პრობლემის შემთხვევაში, თქვენი იმედი არ უნდა ჰქონდეთ.