პირველი ქართველი მეზღაპრე დათუნია, რომელიც პატარებს ზღაპრებს უყვება - მშობლები

პირველი ქართველი მეზღაპრე დათუნია, რომელიც პატარებს ზღაპრებს უყვება

2018-10-30 13:46:25+04:00

დათუნიას ყველა თათზე თითო ღილაკი აქვს, ნებისმიერზე დაჭერის შემთხვევაში კი სხვადასხვა ზღაპრის მოსმენაა შესაძლებელი

ალბათ ყველას გვახსოვს მომენტი ბავშვობიდან, როდესაც ძილის წინ გვსურდა რაც შეიძლება მეტი ზღაპარი წაეკითხათ ჩვენთვის მშობლებს, მათ კი დამღლელი სამუშაოს მერე თავადაც ეძინებოდათ და რაც არ უნდა ბევრი ზღაპარი წაეკითხათ ჩვენთვის მანამდე, ბოლოს მაინც უკმაყოფილების შეგრძნებით ვიძინებდით. დრო გადის, მაგრამ ნებისმიერ თაობაში ძილის წინ საყვარელი ზღაპრის მოსმენა პატარებისთვის მაინც შეუცვლელ სიამოვნებად რჩება.

მშობლებისთვის, რომელთა შვილებსაც ძილის წინ რაც შეიძლება მეტი ზღაპრის მოსმენა სურთ, სასიამოვნო სიახლეა. 31 ოქტომბრიდან მაღაზიის დახლებზე გამოჩნდება პირველი ქართველი მეზღაპრე დათუნია. რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ფუმფულა დათუნია დამოუკიდებლად ყვება სხვადასხვა ზღაპარს და, რაც მთავარია, ქართულ ენაზე.

mshoblebi

პირველი მეზღაპრე ქართველი დათუნია თქვენს პატარებს ყველასათვის ცნობილ 4 ზღაპარს მოუყვება: "კომბლე", "ნაცარქექია", "წითელქუდა", "რწყილი და ჭიანჭველა". ეს იმ ზღაპრების ჩამონათვალია, რომელსაც ნებისმიერი ბავშვი დიდი სიამოვნებით ისმენს, მიუხედავად იმისა, უკვე რამდენჯერ წაუკითხა მშობელმა.

დათუნიას ყველა თათზე თითო ღილაკი აქვს, ნებისმიერზე დაჭერის შემთხვევაში კი სხვადასხვა ზღაპრის მოსმენაა შესაძლებელი. ასევე შეგიძლიათ სასურველ მონაკვეთზე შეაწყვეტინოთ დათუნიას ზღაპრის თხრობა და იმავე მონაკვეთიდან გააგრძელებინოთ მოგვიანებით, აკონტროლოთ ხმა შესაბამისი ღილაკით ან შეცვალოთ ზღაპარი ნებისმიერ მომენტში.

პირველი ქართველი მეზღაპრე დათუნიას შეძენა უკვე 31 ოქტომბრიდან სათამაშოების ქსელ „პეპელას“ ყველა ფილიალში იქნება შესაძლებელი.