სარაგბო მატჩი უნივერსიადის ფარგლებში იმართებოდა, რაშიც ლაშაც იღებდა მონაწილეობას
გურჯაანიის მუნიცპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები სპორსტმენი, 20 წლის ლაშა მღებრიშვილი გუშინ რაგბის თამაშის დროს გარდაიცვალა.
სარაგბო მატჩი უნივერსიადის ფარგლებში იმართებოდა, რაშიც ლაშაც იღებდა მონაწილეობას. იგი შერკინებისას მოულოდნელად გახდა ცუდად, გული გაუჩერდა, კრიჭა შეეკრა და მისი გადარჩენა ვერავინ შეძლო. ახალგაზრდა წარმატებული სპორტსმენი სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ ლაშა მღებრიშვილი ძიუდოში საქართველოს ჩემპიონი და სხვადასხვა ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული იყო, ბოლო პერიოდში ის რაგბში ვარჯიშობდა. გარდა ამისა იყო სტუდენტი და ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ტურიზმის მიმართულებით სწავლობდა.