ინგრედიენტები:
პრასი - 500 გრ. კარტოფილი - 300 გრ. ლობიო - 250 გრ. ზეითუნის ზეთი - 30 მლ. ნაღები (10 % - იანი) - 30 მლ.
მომზადების წესი:
- ქვაბში გააცხელეთ ზეითუნის ზეთი. პრასის თეთრი ნაწილი დაჭერით თხელ რგოლებად. მოთუშეთ 5 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე. კარტოფილი გაასუფთავეთ და დაჭერით საშუაო ზომის კუბიკებად. დაჭრილი კარტოფილი დაუმატეთ მოშუშულ პრასს და კიდევ 5 წუთით გააჩერეთ ცეცხლზე
- წინასწარ მოხარშული ლობიოს მარცვლები დაუმატეთ მოშუშულ ბოსტნეულს. დაასხით ცოტა წყალი, დაახურეთ თავსახური და მიიყვანეთ ადუღებამდე. დაუწიეთ ცეცხლს და ადუღეთ კარტოფილის მოხარშვამდე.
- მომზადებული წვნიანი დაჭყლიტეთ, ან დააბლენდერეთ, შემდეგ დაუმატეთ ნაღები და ისევ წამოადუღეთ. სურვილისამებრ დაუმატეთ მწვანილი.
გემრიელად მიირთვით!