რა სხვაობაა ნუროფენისა და პარაცეტამოლის მოქმედებას შორის - ფარმაცევტის რჩევები - მშობლები

რა სხვაობაა ნუროფენისა და პარაცეტამოლის მოქმედებას შორის - ფარმაცევტის რჩევები

2018-11-05 12:05:38+04:00

არსებობს წამლები, რომლებიც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია და ძალიან ხშირად ვიყენებთ მათ ნუროფენი და პარაცეტამოლი ყველაზე გავრცელებული სიცხის დამწევი წამლებია. რა თქმა უნდა, არსებობს წამლები, რომლებიც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია და ძალიან ხშირად ვიყენებთ მათ. მაგალითად, სიცხის დამწევი პრეპარატები. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვიყენებთ და მათი მოქმედებისა და მიღების წესის შესახებ თითქოს ყველაფერი ვიცით, ბევრი ნიუანსია, რაც მშობელმა კარგად უნდა იცოდეს.

"სახალხო აფთიაქის" ფარმაცევტი, ნანა ხურციძე, შეეცდება კარგად გაგარკვიოთ სიცხის დამწევ პრეპარატებში.

- ვიცით, რომ სიცხის დამწევი არაერთი პრეპარატი არსებობს. მაგალითად, პარაცეტამოლი და ნუროფენია. თითქოს ორივეს ერთი დანიშნულება აქვს, სინამდვილეში რა სხვაობაა მათ შორის?

- პარაცეტამოლი და იბუპროფენი (ნუროფენის ძირითადი მოქმედი ნივთიერება) - ყველაზე პოპულარული სიცხის დამწევი საშუალებებია ბავშვებში. ისინი გამოდის ტაბლეტების, სიროფის და სანთლების სახით. უნდა იცოდეთ, რომ ამ რიგის პრეპარატებს გარდა სიცხის დამწევი მოქმედებისა, ახასიათებთ ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

თუ სიცხის დროს ბავშვს ტკივილიც აწუხებს (მაგალითად ყურის), გაითვალისწინეთ, რომ იბუპროფენი ტკივილს უკეთ აყუჩებს. პარაცეტამოლის მოქმედების ხანგრძლივობა ექვსი საათია, იბუპროფენის კი - რვა საათი.

- სიცხის დამწევების დოზაში მშობლები დიდად ვერ ერკვევიან. 38,5-ზე და 40-ზე თითქმის ერთ დოზას ასმევენ, რადგან იციან, რომ ამ ასაკს ეს დოზა სჭირდება. სინამდვილეში როგორ განისაზღვრება სიცხის დამწევის დოზა? ასაკის მიხედვით, წონის მიხედვით თუ ტემპერატურის მიხედვით? მითუმეტეს, რომ ანოტაციებში მითითებულ დოზა თითქმის არასოდეს არის საკმარისი

nurofeni,paracetamoli

- ამ კითხვაზე პასუხი ყველა მშობელმა უნდა იცოდეს. პარაცეტამოლის და იბუპროფენის დოზა განისაზღვრება ბავშვის სხეულის მასის და ასაკის მიხედვით. მაგალითად, ანოტაციაში 3-6 წელზე მითითებულია 15-21 კგ და ერთჯერადი რეკომენდებული დოზაა 240 მგ.

როდის არ არის წამალი საკმარისი? თუ თქვენი ბავშვი 6 წლისაა და 24 კგ-ს იწონის და თქვენ ერთჯერზე 240მგ-ს ასმევთ, შეიძლება ეფექტი ვერ მიიღოთ. უნდა შეურჩიოთ დოზა. რაც ამ წონას შეესაბამება.

გარდა ამისა, სასურველია ამ წამლების სიროპის სახით მიღება, რადგან დოზის დაცვა ბევრად ადვილია. თითქმის ყველა სიროპს მოყვება საზომი კოვზი და დეტალური ინსტრუქცია.

- როცა ბავშვს ვირუსი აქვს და მაღალი ტემპერატურა უტევს, ხშირად არ მოქმედებს სიცხის დამწევი. ამ დროს რაიმე რეკომენდაცია ხომ არ გაქვთ, რაც მშობელმა ექიმთან მისვლამდე შეიძლება გამოიყენოს?

- არის შემთხევები, როდესაც ვირუსული დაავადებების დროს სიცხის დამწევი საშუალებების მიცემის მიუხედავად, ტემპერატურა არ იკლებს. ამ დროს მშობლები მიმართავენ სიცხის დამწევ მექანიკურ საშუალებებს - გრილი წყლით დაზელვა, ძმრიანი წინდები, თუმცა თუ სიცხის დროს ბავშვის ხელ-ფეხი ცივი აქვს, ფერმკრთალია, რასაც ადგილი აქვს ე.წ. თეთრი ცხელების დროს, ასეთი მეთოდების გამოყენება არ შეიძლება.

ექიმის მოსვლამდე გაანიავეთ ოთახი, რომ ბავშვმა სუფთა ჰაერი ისუნთქოს, ზედმეტად არ ჩაათბუნოთ და თბილი სითხეები დაალევინეთ.

- გახსნილი სიცხის დამწევი სიროპი რამდენ ხანს ინარჩუნებს ვარგისიანობას? რა პირობებში უნდა ინახებოდეს ის და შეიძლება თუ არა ვადაგასულმა ან ცუდად შენახულმა დამწევმა არ იმოქმედოს?

- სიცხის დამწევი სიროპი, ისე როგორც ნებისმიერი სხვა სიროპი, უნდა ინახებოდეს წესების სრული დაცვით - სიბნელესა და სიგრილეში. როგორც წესი, სიროპის მოცულობა არის მკურნალობის ერთი კურსის შესაბამისი. თუ სიროფი მოგრჩათ, მისი გამოყენება მაქსიმუმ 1 კვირის განმავლობაში შეიძლება.

- თუ არსებობს წამლები, რომლებიც სიცხის დამწევთან ერთად არ შეიძლება ან ასუსტებს მის მოქმედებას.

- დიახ, არის წამლები, რომლის ერთდროული მიღება პარაცეტამოლსა და იბუპროფენთან ამცირებს ამ წამლების ეფექტს, ზრდის მათი გვერდითი მოქმედებების რისკს, თუ ბავშვი სისტემატურად ღებულობს რაიმე მედიკამენტს, სიცხის დამწევის საშუალების მიცემამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

- ამბობენ, რომ სიცხის დამწევთან ერთად, კრუნჩხვისგან თავდასაცავად, ანტიჰისტამინიც უნდა მიიღოს. ეს რეალურია? ანტიჰისტამინი იცავს კრუნჩხვისგან?

- მაღალი სიცხის დროს არის შემთხვევები, როდესაც ბავშვს კრუნჩხვები/გულყრა ეწყება. ასეთ გულყრას ფებრილური ეწოდება. ის რომ ანტიჰისტამინური ანუ ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები იცავს ფებრილურიგულყრისაგან სიმართლეს არ შეესაბამება.