ნოდარ დუმბაძის ლექსები - მშობლები

ნოდარ დუმბაძის ლექსები

2014-05-20 12:27:11+04:00

ავტობიოგრაფია

დედიკო მყავს სტუდენტი,მამა - არქიტექტორი,ბებო თვალის ექიმი,ბაბუა კი - ლექტორი.მიყვარს ბევრი ძილი დაუფრო ბევრი თამაში.ჯერჯერობით ვერვინ მჯობსტირილსა და ჭამაში.სახლი მიდგას ვერაზე,ნომერი აქვს წაშლილი,თუ დაგჭირდეთ, იკითხეთ:ლევან მაჭარაშვილი.

ავადმყოფი

დღეს სულ მოწყენილი ვარ,ხასიათი წამიხდა,იცით, ჩემი თოჯინაძლიერ ავად გამიხდა.ხმას არ იღებს სრულებით,არც საჭმელი არ უნდა,კუ ექიმთან გაიქცა,რა ვქნა, რომ არ დაბრუნდა?ყოველ წუთში ოთახშინუ შემოხვალ ბებია,მოერიდე ავადმყოფს,იქნებ გადამდებია.ღმერთო ნეტავ საშიში არაფერი არ იყოს!აქ ნუ მოსწევ პაპიროსს,გარეთ გადი, მამიკო.

გაზაფხულო, ლამაზო

ჩემო ჭრელო პეპლებო,ჩემო ლურჯო იებო?ჩემო ნუშის ხეებო,ჩემო ჩიტუნიებო.როდის აყვავილდებით,ატმებო და ვაშლებო,ტყეში მარწყვის საკრეფადროდის წავალთ, ბავშვებო?ჰა ზამთარი მიდის და...თოვლი დნება ნელ-ნელა.აი, თავი ამოყობუჩქის ძირას ენძელამ.საწყალ თოვლის ბაბუასდავუშინოთ გუნდები;გაზაფხულო, ლამაზო,მალე დაგვიბრუნდები?

დათუნია

გამარჯობა, დათუნია,რა კარგი ხარ, ლამაზი, ვერ მიცანი? შემომხედე,მე ვარ შენი თამაზი.ყურადღებას არც კი მაქცევ,მოდიხარ და მიდიხარ. . . მეც მყავს სახლში დათუნია, მაგრამ შენ ხომ დიდი ხარ!არ გრცხვენია დამიკარგე შენი ნახვის ხალისი,რამოდენა გაზრდილხარ დაგამარჯობა არ იცი.

ვარადა, ბიჭო, ვარადა

ვარადა, ბიჭო, ვარადა,უკვე აღარ ვარ ავადა.დედიკომ ძალით შემასვაწამლები მთელი კარადა.კენჭივით ბიჭი ვიზრდებიბაბუას გასახარადა,ნოდარი მქვია სახელად,თოფურიძე ვარ გვარადა.

ლიმონათი

დედაც მიყვარს,მამაც მიყვარს,საჩუქრებიც მომწონს მათი,მაგრამ ყველას მირჩევნიაერთი ჭიქა ლიმონათი.რამდენ წამალს ვსამ და ვყლაპავმისი ეშხით,მისი ხათრით,თქვენ არიცით, რა კარგიაგაზიანი ლიმონათი.

მამალი

როცა ავად ვიყავი,ვსვი და ვყლაპე წამალიდა დედიკომ საჩუქრადმომიყვანა მამალი.ერთხელ ძია გვესტუმრა,ბაბუამ თქვა:- რა ვქნათო?-ბებიამ თქვა:- სასწრაფოდ მამლაყინწა დავკლათო.-ჰოდა, ეს რომ გავიგე,მამალს ხელი დავავლედა ბებიას უჩუმრადკარადაში დავმალე.მერე იცით, რა მოხდა?ბებომ შიშით იკივლა...იმ სულელმა მამალმაკარადაში იყივლა.

მანანა და ლალი

ლალი, ლალი, ჩემო ლალი!რაო, ჩემო მანანა?ეს თოჯინა დედაშენმა ჩემთან გამოგატანა?რასა ბრძანებ, ქალბატონო!არ გათხოვებ არასდროს,გინდა ისევ გააცივო,ისევ სურდო დამართო?რადგან ასე მეუბნები,რადგან ასე მაჯავრებ,დამიბრუნე ჩემი ვაშლი,მე რომ გუშინ გაჭამე.არაფერიც, არაფერიც,არაფერსაც არ მოგცემ,იმ ვაშლისთვის, აღარ გახსოვს,ლოყაზე რომ გაკოცე?მე რომ წიგნი მოგიტანეკარგი წასაკითხავი?..მერე მე რომ მოგარჩინე,ექიმი რომ ვიყავი?ჰო-ჰო-ჰო-ჰო, დიდი საქმე,სულ არ იცი თამაში,გახსოვს, მე რომ მოგეხმარეკანფეტების ჭამაში?მერე მე რომ შენს თოჯინას გავუკეთე ნემსები?!მერე მე რომ წაგიკითხე დიდი, გრძელი ლექსები?!როგორც ვხედავ, ქალბატონოუმადური ბრძანდები,დაგავიწყდა, გუშინწინ რომ გამომართვი ბაფთები?არც თოჯინა მინდა შენი,აღარც შენი ვაშლები,ბუტე, ბუტე, გაგებუტე,აღარ გეთამაშები!

მელადაქათამი

მელიამ უთხრა ქათამსო:- რომ შეაბერდი მამალსო,ამაღამ ჩემთან წამოდი,თვალ-მარგალიტით აგავსო.-ქათამმა უთხრა:-მელაო,მე შენთვის არა მცხელაო,სულ ერთი წუთი მაცალე,გამოვაღვიძებ მურასოდა იმას ელაპარაკე,თუ თავზე ქუდი გხურავსო.

სათვალე

ბები, როგორ დავიჯერო,რომ სათვალე კარგია,იმ დღეს ვცადე, გავიკეთე,არაფრად არ მარგია.ვეღარც ფისო დავინახე, ვეღარც ჩვენი თემური,სათვალეა ხელს რომ გიშლის,შენ კი თვალებს ემდური.გახსოვს, გუშინ, საყვარელო,მთელი დღე რომ მაწვალე?თურმე ცხვირზე გეკეთა დამაძებნინე სათვალე.

ქეთინო

დედიკომ და მამიკომ დამიტოვეს ქეთინო,ასე მითხრეს:- მიხედე,არაფერი ეტკინოს;არაფერი გატეხოს,არ დაკუწოს კაბები,არ მოხატოს კედლები,არ აბურდოს ძაფები;დაუმალე ნემსები,დაუმალე ღილები,მაკრატელიც დამალე,არ დაიჭრას ფრჩხილები;არ გააღოს კარადა,არ დახიოს წიგნები,ფანჯარა თუ გატეხა, დამნაშავე იქნები;არ მიუშვა ღუმელთან,არ დაგვღუპო, მანანა!არ დახაზოს პარკეტი,დაუმალე მანქანა; არ ჩაუშვა ეზოში, სურდო არვინ დამართოს,დაუმალე ფანქრები,ხელში დანა არ ანდო;როცა გავალთ, კარებიგადაკეტე რაზებით,განჯინაში ჩაკეტეჭიქები და ვაზები.მეტი რა დაგიბაროთ,თვით მიხვდები დანარჩენს...ჰო,ასანთი არ ანდო, თორემ ხანძარს გააჩენს.ჰოდა, ასე თუ გინდათ,დედიკო და მამიკო:არაფერი შეემთხვესჩემს პატარა დაიკოს;თუ გინდათ,რომ ქეთინოსარაფერი ეტკინოს,მე გამიშვით კინოში,თქვენ მიხედეთ ქეთინოს

ხანძრობანა

ხანძრობანას თამაშიშეიძლება თავლაში?!ქალბატონო ასმათი,დაუმალეთ ასანთი!ნოდარიკო თავბუა,ნუ აწვალებ ბაბუას!ტყავს გაგაძრობ, ყაჩაღო,ცეცხლი რომ გააჩაღო!