გარდაცვლილი ახლებლების ხსოვნას ყოველთვის პატივს მივაგებთ. ბუნებრივია, გვინდა, რომ მათ მოსახსენიებლად ყოველთვის ეკლესიური წესები დავიცვათ და ყველაფერი სწორად გავაკეთოთ. როგორ უნდა აღვნიშნოთ გარდაცვლილის დაბადების დღე, რა უნდა წავიღოთ საფლავზე, რა კეთდება ოჯახში და რა - ეკლესიაში. გვესაუბრება მღვდელმონაზონი ანდრია (სარია):
- ადამიანის დაბადებას ოჯახში ძალიან დიდი სიხარული მოჰყვება, ეკლესია ჯვრისწერის ჟამს აკურთხებს: "ინაყოფიერეთ და გამრავლდით", ეს კურთხევა მიჰყვება მთელი ცხოვრების განმავლობაში, ზოგს გვიან ეძლევა შვილი, ზოგს კი მალევე. თუმცა, ნებისმიერ ხილულ საწყისს ხილულივე აქვს დასასრული. შესაბამისად, დაბადებასაც მოყვება გარდაცვალება. ქრისტიანული ცნობიერების ადამიანი ნებისმიერ მოცემულ რეალობას უმზერს მართლმადიდებლურად. 100 წლის ადამიანი, როდესაც გარდაიცვლება, ამბობენ, რომ "უცხოვრია", ახალგაზრდა როდესაც აღესრულება, იტყვიან "რატომ დაემართა", "ჯერ ახალგაზრდაა". გვესმის, რომ მტკივნეულია, თუმცა ჩვენ არ ვართ მდგენელი სიცოცხლის ხანგრძლივობის, ღმერთი რამდენის საშუალებასაც მოგვცემს, სწორად უნდა გამოვიყენოთ. მთავარი ის კი არ არის, რამდენს იცოცხლებ, უმთავრესია, როგორ იცხოვრებ. წმინდანთა დასში მრავალი ჩვილი ასაკისა აღინუსხა: 14 000 ჩვილი ბეთლემში მოწყვეტილი, ცხრა ყრმა კოლაელთა და ა.შ. ეკლესია გლოვის ნაცვლად სიხარულით იხსენიებს მათი ხსოვნის დღეს. ამქვეყნად რომ წყდებოდეს არსებობა, მაშინ ნამდვილად გამართლებული იქნებოდა ადამიანის გლოვა, მაგრამ ამის მიზეზი არ გვაქვს. თუმცა, ბუნებრივია ახლობლის, მით უფრო ახალგაზრდის გარდაცვალება ჩვენში ძლიერ სევდას იწვევს, თვით მაცხოვარი "ცრემლეოდა" ტიროდა გარდაცვლილ ლაზარეს.
თუ შესაძლებელია, ტაძარში ხორბალი, ღვინო, ზეთი და მარილი მივიტანოთ. ნაკურთხი საკვები შეგვიძლია სახლში წამოვიღოთ და მიცვალებულის სახელზე ოჯახის წევრებმა მიირთვან, ასევე წყალობის სახით გაჭირვებულებს დაურიგონ.
როგორი უნდა იყოს საკურთხი - მიცვალებულის სახელზე მომზადებული ტრაპეზი
- საფლავზე მისატანად სახლში რაიმე განსაკუთრებულის მომზადება სავსებით არ წარმოადგენს აუცილებლობას. ჩვენი მხრიდან უმთავრესი მისართმეველი არის წმინდა გულით აღსრულებული ლოცვა. სახლში თუ ვაპირებთ სტუმრების მიღებას, ამ შემთხვევაში, რაც გექნებათ და რის აუცილებლობასაც თავად ჩათვლით, ის მოამზადეთ. დაბადების დღე ტკივილის, ცრემლისა და მწუხარების ნაცვლად ვაქციოთ მიცვალებულის მოსახსენიებელ დღესასწაულად.
- თვითმკვლელობით აღსრულებული ადამიანის სახელზე მხოლოდ მოწყალება გავიღოთ, ამასაც მიითვლის უფალი. რადგან საეკლესიო მსახურება მათზე არ აღესრულება, გარდა გამონაკლისისა, როდესაც ადამიანს ფსიქოლოგიური დარღვევა ჰქონდა და ექიმის ცნობა არსებობს ამის შესახებ.
- ტერიტორიას მნიშვნელობა არა აქვს, სად იქნება ადამიანი, მთავარია, ღვთის წინაშე მისართმეველი ძღვენი არ დაავიწყდეს ლოცვის სახით. მიცვალებული მესამე დღის შემდეგ ქვეყნად არ იმყოფება და არც მიწაში, ის უფალთანაა სამოთხეში ან რაოდენ მტკივნეული გამოსათქმელიც არ უნდა იყოს, ჯოჯოხეთში. რისთვისაც ვიღვწით, რომ თავი გადავირჩინოთ.
თეა ცაგურიშვილი