ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე ”ანჩისხატის ხელითუქმნელი ხატი” - მშობლები

ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე ”ანჩისხატის ხელითუქმნელი ხატი”

2018-11-19 15:04:39+04:00

სამწუხაროდ, უკვე რამდენიმე ათეული წელია მას წირვა-ლოცვის მადლი არ მოჰფენია ძველი წყაროებიდან და გადმოცემებიდან ცნობილია, რომ იგია ის საყოველთაოდ ცნობილი ხელთუქმნელი ხატი, რომელიც იესო ქრისტემ სახეზე მიდებით გამოსახა ტილოზე და გაუგზავნა ედესის მეფეს ავგაროზს.

ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მადლის მომნიჭებელი სიწმინდე, ამიტომაც მის წინაშე მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს ლოცვა. მორწმუნეთა თხოვნაა ამ ხატის ტაძარში გადასვენება. აღსანიშნავია, რომ რუსეთში აქტიურად უბრუნდება ეკლესიას ცნობილი ხატები და ნივთები. დიდი სურვილი გვაქვს გაიცეს ბრძანება ”ანჩისხატის ხელითუქმნელი ხატის” ეკლესიისთვის გადაცემაზე. იგი წმ. ნინოს ჯვართან და სხვა სიწმინდეებთან ერთად , სათანადოდ იქნება დაცული ტაძარში და მის წინაშე აღევლინება ლოცვები ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის.

დღეს საქართველოს უჭირს, როგორც სულიერად, ასევე მატერიალურად და განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ დროს სიწმინდეებს. სამწუხაროდ, უკვე რამდენიმე ათეული წელია მას წირვა-ლოცვის მადლი არ მოჰფენია.

”სანამ ერი მუზეუმიდან ანჩისხატს არ დაიბრუნებს, აწყურის ღვთისმშობლის ხატი არ გამოჩნდება და ივერიის ღვთისმშობლის ხატი არ ჩამობრძანდება, როგორღა გაბრწყინდება საქართველო”.

ბერი გაბრიელი

მამა გაბრიელი ანჩისხატის დაბრუნებაზე სწუხდა: ჩვენ ბოლო ჟამის ადამიანები ვართ , თუ არა ასეთი უდიდესი სიწმინდის დაბრუნება , საქართველო რამ უნდა გადაარჩინოს, ივერია როგორღა უნდა გაბრწყინდეს?! სიტყვა დაბრუნებაში ის გულისხმობდა და მიგვანიშნებდა, რომ ანჩისხატი იმ ტაძარში უნდა დაბრუნდეს, საიდანაც იგი ბოლოს გამოაბრძანეს, – თავის სახელობის ანჩისხატის ტაძარში. უფალს რომ სდომებოდა, მუზეუმებს დაგვიარსებდა, ხატის სახლი კი ეკლესიაა, სადაც მას სათანადო პატივს მიაგებენ. მისი დატყვევება ყოვლად დაუშვებელია. ჩვენმა ერმა უნდა გაითავისოს რამხელა სიწმინდეების პატრონია და მისი შეურაცხყოფის უფლება არავის მისცეს. ლოცვის მადლით უნდა გავერთიანდეთ, გავძლიერდეთ და ეს უდიდესი ხატი ლიტანიობით გადავაბრძანოთ თავის სახელობის ტაძარში. მამა გაბრიელს ძალიან უყვარდა ხატებით მოლოცვა. ჩვენ სულ გვეძახიან ჩვენი წინაპრები, ღვთის მადლი და ეს ხატები გვეძახიან, ამიტომ გვიხმობენ, დიახ, სიწმინდეები გვიხმობენ ყოველთვის და ჩვენც უნდა მივიდეთ, ისე როგორ გადავრჩებით? ” – მამა გაბრიელის სულიერი შვილის დედა პარასკევას განმარტება ანჩისხატის დაბრუნების შესახებ.

”წინაპართა ლოცვისა და თავდადების ნაყოფია ის, რომ უფალმა ანჩისხატის ტაძრი გახადა ღირსი თავისი ხელთუქმნელი ხატისა. ღმერთმა დალოცოს და აკურთხოს სიწმინდეების პატივისთვის მლოცველი და მებრძოლი ხატთათაყვანისმცემელი მართმადიდებელნი.”

მიტროპოლიტი იობი

” ანჩისხატის ტაძარი იმ კლდეზეა დაფუძნებული, რომელზეც წმინდა მეფეთა და კათოლიკოს-პატრიარქთა ლოცვით აღმოცენდა ჩვენი დედაქალაქი. ინებე უფალო დაბრუნება ხელითუქმნელისა ხატისა შენისა და მასთან ერთად ძლიერება სრულიად საქართველოისა.”

მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე

დღეს ერიცა და ბერიც ითხოვს ანჩისხატის დაბრუნების პროექტის დროულ განხორციელებას - საინტერესოა, რას ელოდება კულტურის სამინისტრო?