ნანიკო ხაზარაძე გათხოვდა - ვინ არის ტელეწამყვანის რჩეული - მშობლები

ნანიკო ხაზარაძე გათხოვდა - ვინ არის ტელეწამყვანის რჩეული

2018-11-24 13:47:03+04:00

მისი რჩეული ლევან მათითაშვილია ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე დაქორწინდა. მისი რჩეული ლევან მათითაშვილია. წყვილი დიდი ხანია ხვდება ერთმანეთს, ბოლო პერიოდში კი საზოგადოების თავშეყრის ადგილებშიც არ ერიდებოდნენ ერთად გამოჩენას, თუმცა პირად თემებზე საუბარს ნანიკო ყოველთვის გაურბოდა.

გუშინ ლევანის, დღეს კი ნანიკოს ფეისბუქ გვერდზე გამოჩნდა პოსტი მათი ურთიერთობის გაოფიციალურების შესახებ. რასაკვირველია, მილოცვები არ წყდება, მეგობრები ნანიკოს და ლევანს ბედნიერებას უსურვებენ.

ნანიკოსთვის ეს მეორე ქორწინებაა. პირველი მეუღლისგან მას ქალიშვილი ჰყავს - ლილუ.

თეკლა ჟვანია

alt„ლილუ არ უყურებს ტელევიზორს, მის არსებობას არ ცნობს“ - რა წესები აქვთ ნანიკო ხაზარაძეს და მის შვილს ურთიერთობაში?