რომელი ცხვირის წვეთები არ შეიძლება 6 წლამდე ასაკის ბავშვებითვის და რა უნდა იცოდეს დედა ცხვირში შესხურებაზე - მშობლები

რომელი ცხვირის წვეთები არ შეიძლება 6 წლამდე ასაკის ბავშვებითვის და რა უნდა იცოდეს დედა ცხვირში შესხურებაზე

2018-11-25 08:42:28+04:00

სა­უბ­რობს მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი მა­რი­ნა ცა­ბა­ძე

სურ­დო ბევ­რს არა­სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა ჰგო­ნია, თუმ­ცა ის მრა­ვა­ლი უსი­ა­მოვ­ნე­ბის მომ­ტა­ნია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დღე­ვან­დელ ფარ­მა­ცევ­ტი­კა­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი სპრე­ე­ბი თუ წვე­თე­ბი დიდ­წი­ლად ამ­სუ­ბუ­ქე­ბს სურ­დო­თი გა­მოწ­ვე­ულ უსი­ა­მოვ­ნე­ბებს. ამ თე­მა­ზე "ყელ-ყურ-ცხვი­რის და­ა­ვა­დე­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი, ჯა­ფა­რი­ძე-ქე­ვა­ნიშ­ვი­ლის კლი­ნი­კის" ექი­მი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი მა­რი­ნა ცა­ბა­ძე სა­უბ­რობს:

– ქალ­ბა­ტო­ნო მა­რი­ნა, რო­გო­რია ამ პრე­პა­რა­ტე­ბის მოქ­მე­დე­ბის პრინ­ცი­პი?

– უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ თა­ვის­თა­ვად სურ­დო, რი­ნო­რეა – ორ­გა­ნიზ­მის დაც­ვი­თი რე­აქ­ცი­აა ვირუ­სუ­ლი აბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის მი­მართ. ცხვი­რის ღრუ­ში გა­მო­ყო­ფი­ლი ლორ­წო იცავს სა­სუნ­თქ გზებს მიკ­რო­ბე­ბი­სა და ვირუ­სე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბი­სა­გან.

მოქ­მე­დე­ბის მი­ხედ­ვით სურ­დო­სა და ცხვი­რის გა­ჭე­დი­ლო­ბის სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი იყო­ფა შემ­დეგ კა­ტე­გო­რი­ე­ბად:

სის­ხლძარ­ღვე­ბის შე­მა­ვიწ­რო­ე­ბე­ლი; ცხვი­რის ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბე­ლი; ან­ტი­ა­ლერ­გი­უ­ლი, ან­ტი­ჰის­ტა­მი­ნუ­რი; ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი; ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო; ლორ­წოს გა­მა­თხე­ლე­ბე­ლი; ჰორ­მო­ნუ­ლი; მცე­ნა­რე­უ­ლი.

ისი­ნი ძი­რი­თა­დად სპრე­ი­სა და წვე­თე­ბის სა­ხი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

– რო­მე­ლი ფორ­მა უფრო მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია?

– ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პა­სუ­ხი ამა­ზე არ არ­სე­ბობს. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია პა­ცი­ენ­ტსა და მის და­ა­ვა­დე­ბა­ზე. რიგი პა­რა­მეტ­რე­ბით, სპრეი უფრო ეფექ­ტი­ა­ნია, რად­გან პ­რე­პა­რა­ტი თა­ნაბ­რად ნა­წილ­დე­ბა ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის მთელ ზე­და­პირ­ზე. მე­ო­რე მხრივ, ის უკუ­ნაჩ­ვე­ნე­ბია 6 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბის­თვის...

– რა­ტომ?

– ცხვირ­ში სპრე­ის შეს­ხუ­რე­ბი­სას შე­იძ­ლე­ბა ის არა მარ­ტო ბავ­შვის ცხვი­რის ღრუ­ში მოხ­ვდეს, არა­მედ, მა­გა­ლი­თად, ევსტა­ქის მილ­ში, რო­მე­ლიც ბავ­შვებს მოზ­რდი­ლე­ბი­სა­ზე უფრო მოკ­ლე აქვთ. სპრე­ის­თა­ერ­თად შე­იძ­ლე­ბა იქ ბაქ­ტე­რი­ე­ბიც შე­ვი­დეს, რა­მაც ოტი­ტი აევსტა­ქი­ი­ტი გა­მო­იწ­ვი­ოს. სპრეი შე­იძ­ლე­ბა მოხ­ვდეს ბრონ­ქებ­შიც და ას­ფიქ­სია ას­ხვა მძი­მე შე­დე­გე­ბი გან­ვი­თარ­დეს.

– ბავშვებისთვის როგორ შევარჩიოთ ცხვირის წვეთები?

– უმთავრესია, რომ დამატენიანებელი წვეთები ზღვის მარილებს შეიცავდეს. არსებობს ასევე ბავშვებისთვის დასაშვები სისხლძარღვების შემავიწროებელი, სურდოს სამკურნალო საშუალებები, ისინი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ექიმმა ინდივიდუალურად უნდა შეურჩიოს პაციენტს.

– რო­გორ მოქ­მე­დებს სის­ხლძარ­ღვთა შე­მა­ვიწ­რო­ე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი?

– სურ­დოს ერთ-ერთი თვი­სე­ბა ცხვი­რი­სა და ცხვირ-ხა­ხის ლორ­წოვ­ნი გარ­სის სის­ხლძარ­ღვე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბაა. ეს იწ­ვევს შე­შუ­პე­ბა­სა და ცხვი­რის გა­ჭე­დი­ლო­ბას. სის­ხლძარ­ღვთა შე­მა­ვიწ­რო­ე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მოქ­მე­დებს პე­რი­ფე­რი­უ­ლი სის­ხლძარ­ღვე­ბის ად­რე­ნა­ლი­ნის რე­ცეპ­ტო­რებ­ზე, ავიწ­რო­ებს მათ, ამის გამო შე­შუ­პე­ბა მცირ­დე­ბა და ცხვი­რიც სუფ­თავ­დე­ბა. განაგრძეთ კითხვა