ვინ არის "გოგონა აფთიაქიდან", რომელმაც გავლენიანი "შავლეგო" მოხიბლა - მშობლები

ვინ არის "გოგონა აფთიაქიდან", რომელმაც გავლენიანი "შავლეგო" მოხიბლა

2018-11-26 07:54:35+04:00

ვახერხებ შევუთავსო ეს ყველაფერი ერთმანეთს, მშობლებთან ერთად ვცხოვრობთ მსახიობი ანი ბებია ფართო მაყურებელმა სერიალ "ხელოვნური სუნთქვიდან" გაიცნო. ახლა კი "ჩცდ"-ს ახალ სერიებშიც გამოჩნდა - შავლეგო მადლიანის ტრფობის ობიექტის როლში.

გთავაზობთ ამონარიდებს mshoblebi.ge-სთვის რამდენი ხნის წინ მიცემული ანის ინტერვიუდან:

- მსახიობობა თავიდნავე მინდოდა, ოღონდ ეს მხოლოდ სურვილი იყო, არ ვემზადებოდი ამისთვის. მისაღებ გამოცდებამდე ორი თვით ადრე მივიღე თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარების გადაწყვეტილება და ჩავაბარე კიდეც... თუ საკურსო ნამუშევრებს და პატარ-პატარა გადაღებებს არ ჩავთვლით, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ჩემი პირველი სერიოზული როლი შედგა "იმედის" სერიალ "ფსიქოპათთა თამაშებში", სადაც ჟურნალისტს ვასახიერებდი. "ხელოვნურ სუნთქვაში" კასტინგის მეშვეობით მოვხვდი, მაგრამ მანამდე "ჩემი ცოლის დაქალებში" ეპიზოდური როლი შევასრულე, შესაბამისად მათ ბაზაში ვიყვი დაფიქსირებული. როცა "ხელოვნურ სუნთქვაზე " დაიწყეს მუშაობა, დამირეკეს, მივედი კასტინგზე და დამამტკიცეს.

mshoblebi

- ანი, თქვენს რეალურ მეუღლეზე მოგვიყევით, ვიცით, რომ დაოჯახებული ხართ...

- ჩემი მეუღლე გახლავთ კახი ხუციშვილი, რეჟისორი.

- პროფესიის და ოჯახური ცხოვრების შეთავსებას რამდენად ახერხებთ?

- მხოლოდ გადაღებები არაა ჩემი საქმე, თან თეატრშიც ვთამაშობ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვახერხებ შევუთავსო ეს ყველაფერი ერთმანეთს, მშობლებთან ერთად ვცხოვრობთ და ისინი გვეხმარებიან ბევრ რამეში.

ანის ოჯახური ფოტოები იხილეთ ალბომში