"10-ზე ნაკლები ნიშანი არ მიმიღია, მაგრამ მშობლებს ერთხელაც არ უთქვამთ, კარგი გოგო ხარო" - ოქროს მედალოსანი რუსკა ქარქაშაძის ცხოვრების წესი - მშობლები

"10-ზე ნაკლები ნიშანი არ მიმიღია, მაგრამ მშობლებს ერთხელაც არ უთქვამთ, კარგი გოგო ხარო" - ოქროს მედალოსანი რუსკა ქარქაშაძის ცხოვრების წესი

2018-12-01 13:49:43+04:00

რუს­კა ქარ­ქა­შა­ძე 16 წლის ცოტა ხნის წინ გახ­და რუს­კა ქარ­ქა­შა­ძე 16 წლის ცოტა ხნის წინ გახ­და. სკო­ლის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლეა. ამ­ბობს, რომ ოქ­როს მედ­ლის კან­დი­და­ტია, 10-ზე ქვე­მოთ ნი­შა­ნი ჯერ არ მი­უ­ღია და ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს იმის­თვის, რომ ეს საქ­მე ბო­ლომ­დე მი­იყ­ვა­ნოს, თუმ­ცა ჯერ სხვა საქ­მე აქვს ბო­ლომ­დე მი­საყ­ვა­ნი - პრო­ექ­ტში "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" კონ­კურ­სან­ტია. მა­ნამ­დე ის სე­რი­ა­ლით "ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვა" გა­იც­ნეს. 13 წლის გო­გო­ნა მსა­ხი­ობ თორ­ნი­კე გოგ­რი­ჭი­ანს სე­რი­ო­ზულ პარტნი­ო­რო­ბას უწევ­და. რუს­კა ქარ­ქა­შა­ძე ამ­ჟა­მად იმ პრო­ექ­ტზე ლა­პა­რა­კობს, რომ­ლის გა­მოც დღე და ღამე გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს.

- რა თქმა უნდა, ჩემს ასაკ­ში სა­ინ­ტე­რე­სოა ისეთ შო­უ­ში მო­ნა­წი­ლო­ე­ბა, რო­გო­რიც "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბია". დიდ გა­მოც­დი­ლე­ბას ვი­ღებ. ზუს­ტად ვიცი, რომ ეს მო­მა­ვალ­ში და­მეხ­მა­რე­ბა. ამ პრო­ექ­ტის დიდი პლუ­სი ის არის, რომ "ლა­ივ­ში" მუ­შა­ო­ბას, საქ­მის კე­თე­ბას ეჩ­ვე­ვი, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ სა­რის­კოა, რად­გა­ნაც პირ­და­პირ ეთერ­ში ნომ­რის გა­მოს­ვლა-არ­გა­მოს­ვლის სა­კი­თხი ყო­ველ­თვის დგას - არ იცი, პირ­და­პირ ეთერ­ში რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. ამი­ტომ, რაც არ უნდა მოხ­დეს, ცეკ­ვა უნდა გა­აგ­რძე­ლო, და­წყე­ბუ­ლი საქ­მე ბო­ლომ­დე მი­იყ­ვა­ნო. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პარტნი­ო­რი მოკ­ლე დრო­ში მას­წავ­ლის ამა თუ იმ ცეკ­ვას. როცა სას­წავ­ლად 4 დღე გაქვს, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც გი­მუ­შავ­დე­ბა, რომ და­წყე­ბუ­ლი საქ­მე ბო­ლომ­დე მი­იყ­ვა­ნო.

- სკო­ლის მოს­წავ­ლე ხარ, სე­რი­ალ­ში საკ­მა­ოდ კარ­გი სახე შექ­მე­ნი. რო­გორ შე­ძე­ლი?

- 6 წლი­დან თე­ატ­რა­ლურ სტუ­დია "დე­ბი­უ­ტში" დავ­დი­ო­დი, რამ­დე­ნი­მე წელი ვი­ა­რე. ერთხე­ლაც ჩემ­მა პე­და­გოგ­მა, თე­ატ­რის ცნო­ბილ­მა რე­ჟი­სორ­მა, ჩემ­მა საყ­ვა­რელ­მა ადა­მი­ან­მა ნი­კო­ლოზ სა­ბაშ­ვილ­მა მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში სპექ­ტაკლზე წა­მიყ­ვა­ნა, სა­დაც კას­ტინ­გმე­ნე­ჯერ­მა ეკა მჟა­ვა­ნა­ძემ მნა­ხა. იმის მერე სე­რი­ა­ლის კას­ტინგზე მოვ­ხვდი და 500 ბავ­შვში გა­ვი­მარ­ჯვე.

- მე­და­ლო­სა­ნი, სპორ­ტსმე­ნი, მსა­ხი­ო­ბი, მო­ცეკ­ვა­ვე და კი­დევ ბევ­რი რა­მის და­სა­ხე­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა... არ იღ­ლე­ბი?

- ორი და ვართ და ერთი პა­ტა­რა ძმა გვყავს, მშობ­ლე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლო­ბენ, დაგვტვირ­თონ, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო არ დაგ­ვრჩეს. ის პე­რი­ო­დი გვაქვს, როცა ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ფერს მარ­ტი­ვად ით­ვი­სებს, ამი­ტომ, მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ. მამა ჩემს "ლა­ი­ვებ­ზე" არ და­დის, ურ­ჩევ­ნია, ტე­ლე­ვი­ზო­რი ჩარ­თოს და იქ მი­ყუ­როს. დედა და­დის, მაგ­რამ მათ ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ არ უთ­ქვამთ, - კარ­გი გოგო ხარ და კარ­გად აკე­თებ ყვე­ლა­ფერ­სო. ეს მეტ სტი­მულს მაძ­ლევს. ბოლო პე­რი­ო­დია, პრო­ექ­ტის გამო სახ­ლში სა­ერ­თოდ არ ვარ, სულ აქ ვარ და რე­ჟიმ­ში. თავს ვაკ­ლავ, წო­ნა­შიც და­ვი­კე­ლი. ამ შრო­მა­ზეც არა­ფერს მე­უბ­ნე­ბი­ან, მათ­თვის ასეა - თით­ქოს ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, ასე უნდა იყოს, რომ ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღა­ცას მი­აღ­წიო. დე­დამ მი­თხრა, - გინ­და წარ­მა­ტე­ბა, იშ­რო­მეო.
იხილეთ ვრცლად