მაღაზიაში პროდუქტის ყიდვისას ყოველთვის დახედეთ დამზადების და შენახვის ვადას მშობლებს რჩევებს აძლევს ცნობილი პედიატრი კომაროვსკი.
საკვებით მოწამვლას შესაძლოა ახასიათებდეს შემდეგი სიმპტომები:
გულისრევა მუცლის ტკივილი გაზები დიარეა ეს სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს ცუდი საკვების მიღებიდან 48 საათის მანძილზე.
თუ საეჭვო საკვების მიღების შემდეგ 30 წუთზე მეტი არ არის გასული, ხელოვნურად უნდა გამოიწვიოთ გულისრევა. თუ ბავშვი ვერ ირევს გულს, მაშინ აქტივირებული ნახშირი დაალევინეთ, რომელიც ანეიტრალებს შხამს და სწრაფად შეიწოვება. არ უნდა მივცეთ არანაირი საკვები. საჭიროა დიდი რაოდენობით სითხე. თუ პირველადი დახმარებას მალევე აღმოუჩენთ ბავშვს, მეორე დღემდე ეს სიმპტომები გაივლის.
ექიმი საჭიროა, როცა:
ტემპერატურა მოიმატებს თუ ბავშვი 3 წელზე პატარა ასაკისაა თუ მკურნალობის ჩატარებიდან 48 საათში კარგად არ გახდა თუ ბავშვი სითხეს ვერ სვამს და აუცილებელია სტაციონარულ პირობებში გადასხმა თუ ოჯახის სხვა წევრებიც ცუდად გახდნენ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან 5 კაცს დედა ვერ მოუვლის. თუ დედა ცუდად გახდა, მაშინ ფიქრიც არაა საჭირო, სასწრაფოდ ექიმთან!
თუ ბავშვს ამ სიმპტომებთან ერთად აქვს სახეზე სიმწვანე, უჭირს ლაპარაკი, ენა ებმება, თვალებს აელმებს, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა უბრალოდ საკვებით მოწამვლასთან, არამედ საკმაოდ სერიოზულ ავადმყოფობასთან, რომელსაც ბოტულიზმი ჰქვია. მისი გამომწვევია სპორებიანი ბაცილა და მისი ტოქსინი, რომელიც აზიანებს უმთავრესად ცენტრალურ ნერვულ სისტემას. დაავადება კარგად ვითარდება სათანადო ტემპერატურის, სიმჟავის გარკვეული დონის და რაც მთავარია ანაერობული (უჟანგბადო) პირობების დროს. ასეთი პირობები შეიძლება შეიქმნას ჰერმეტულად დახურულ კონსერვებში, ძეხვში, შებოლილ თევზში, ლორში და სხვა. რადგანაც ტოქსინის დაგროვება დროს საჭიროებს, ახლად დამზადებული პროდუქტები ნაკლებად სახიფათოა. თუ ეს სიმპტომები გამოავლინეთ, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ უახლოეს საავადმყოფოს ან გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება.
რა პრევენციული ღონისძიებები შეგვიძლია გავატაროთ იმისთვის, რომ საკვებით არ მოვიწამლოთ?
თუ ეჭვობთ, რომ ესა თუ ის პროდუქტი გაფუჭებულია, თავი შეიკავეთ დაგემოვნებისგან, ნუ გაასინჯებთ ოჯახის ყველა წევრს, თორემ ყველანი ერთად აღმოჩნდებით ცუდ მდგომარეობაში.
დიასახლისებმა უნდა დაიცვან საჭმლის მომზადების და შენახვის ნორმები. დაიმახსოვრეთ, 1 ბაქტერია 7 საათში 2 მილიონი ხდება. ხელსაყრელ პირობებში კი 5-დან 60 გრადუსამდე მშვენივრად გრძნობენ თავს. ამიტომ მაცივარში ტემპერატურა უნდა იყოს -5 გრადუსი, საყინულეში კი -15. ზაფხულში მომზადებული საკვები გარეთ ერთ საათზე მეტ ხანს არ უნდა დატოვოთ, ზამთარში კი - ორ საათზე მეტ ხანს. უმჯობესია, საკვები ჭამადე 1-2 საათით ადრე მოამზადოთ, რათა თქვენს კუჭში მოხვედრამდე მასში არ გამრავლდეს მილიონობით ბაქტერია.
მაღაზიაში პროდუქტის ყიდვისას ყოველთვის დახედეთ დამზადების და შენახვის ვადას.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ