მუცლის ტკივილი ჩვილებში და მათი მოგვარების გზები - პედიატრი ლიკა თედიაშვილი გირჩვთ - მშობლები

მუცლის ტკივილი ჩვილებში და მათი მოგვარების გზები - პედიატრი ლიკა თედიაშვილი გირჩვთ

2018-12-08 04:53:42+04:00

ჩვილებში მეტეორიზმის ორი ძირითადი მიზეზი არსებობს მეტეორიზმი, ანუ აირების დაგროვება, პრობლემა რომელიც ჩვილებსაც ძალიან აწუხებთ! მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის გზებზე პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი, ლიკა თედიაშვილი გვესაუბრება:

- საიდან წარმოიქმნება აირები?

- ჩვილებში მეტეორიზმის ორი ძირითადი მიზეზი არსებობს: ჰაერი, რომელსაც პატარა კვების ან ტირილს დროს ყლაპავს და აირები, რომელიც ნაწლავებში ბაქტერიების ცხოველქმედების შედეგად წარმოიქმნება. პრობლემის შესამცირებლად და პატარას მდგომარეობის შესამსუბუქებლად საჭიროა ორივე მიზეზთან გამკლავება.

რაც შეეხება ჰაერის გადაყლაპვას, მისი მიზეზი შეიძლება იყოს:

ძუძუთი კვების არასწორი ტექნიკა (გაითვალისწინეთ, რომ სწორი ძუძუთი კვების ტექნიკა მოიცავს შემდეგ ფაქტორებს:

ბავშვი მთელი სხეულით შემოტრიალებულია თქვენსკენ და ეხება თქვენს სხეულს; პირი ფართოდ არის გაღებული და ტუჩის ლორწოვანი ჩანს; ლოყები გამობერილია და მონაწილეობს წოვის აქტში; ბავშვის ნიკაპი მიბჯენილია ძუძუზე; ბავშვის პირის ღრუში დვრილთან ერთად მოთავსებულია არეოლას 2 სმ; ბავშვის ზედა ტუჩთან არეოლას უფრო მეტი ნაწილი ჩანს, ვიდრე ქვედა ტუჩთან; 1-2 წოვით აქტს მოყვება ყლაპვა; ბავშვი კმაყოფილია და მშვიდი; თქვენ ტკივილი არ გაწუხებთ.

თუ ფიქრობთ, რომ ვერ უზრუნველყოფთ ბავშვის სწორ ძუძუთი კვებას, ნუ დააყოვნებთ, მიმართეთ თქვენს პედიატრს, რომელიც პრობლემის აღმოფხვრაში დაგეხმარებათ.

დვრილიდან რძის შეუსაბამო ნაკადი (ძალიან ნელი ან ძალიან ჩქარი). ბოთლიდან კვების დროს, ადაპტირებული ნარევის ძლიერი შენჯღრევის დროს წარმოქმნილი ჰაერის ბუშტუკები. ტირილი/ყვირილი. კვების შემდეგ ამოქარვების უგულებელყოფა.

არსებობს უამრავი მედიკამენტი, რომელსაც ამ დროს აფთიაქებში გვთავაზობენ, თუმცა ერთადერთი ფორმულა, რომელიც ამ დროს გამოიყენება, არის სიმეთიკონი (წამალი გამოდის სხვადასხვა ბრენდული დასახელებით), მისი მოქმედების შედეგად ხდება მცირე აირის ბუშტუკების გაერთიანება უფრო დიდი ზომის ბუშტუკებად, რომელთა გამოყოფა ნაწლავებიდან უფრო ადვილად ხდება. თუმცა კვლევებით დადგინდა, რომ ამ წამლის აქტიური გამოყენების შემთხვევაშიც კი მეტეორიზმი ჩვილებში ერთ-ერთ წამყვან პრობლემად რჩება.

alt5 წესი, რომ ბავშვს კოლიკის შეტევა შეუმსუბუქოთ

- როგორ და რა მეთოდებით შეიძლება ვებრძლოლოთ მეტეორიზმს ჩვილებში?

ფეხების პედალისებრი მოძრაობა. (დააწვინეთ ბავში ზურგზე, მოკიდეთ ხელი ფეხებზე და თანამიმდევრულად აუმოძრავეთ პედალისებური მოძრაობით). თბილი აბაზანა; (როგორც წესი მნიშვნელოვნად ამცირებს დისკომფორტს და ამშვიდებს პატარას). აუცილებლად ამოაქარვებინეთ ბავშვს ჭამის დროს, ასევე კვების დასრულების შემდეგ. ბოთლით კვების დროს შეეცადეთ შეარჩიოთ სწორი რძის ნაკადი (ნაკადი არ უნა იყოს არც ძალიან სწრაფი, არც ძალიან ნელი, უმჯობესია იყოს დვრილიდან რძის ნაკადის მსგავსი). ასევე ძუძუთი კვების დროს მიაქციეთ ყურადღება, რძის ნაკადის სიჩქარეს. ძლიერ სწრაფი ნაკადის შემთხვევაში პატარა ვერ ასწრებს ყლაპვას, რაც გაღიზიანებას, ტირილს და ჰაერის გადაყლაპვას გამოიწვევს. ბოთლით კვების დროს შესთავაზეთ ბავშვს საკვები მაშინ, როცა ბოთლში სრულად გაქრება აირის ბუშტუკები, ფორმულის მომზადების დროს ეტაპობრივად შეურიეთ წყალი და ფორმულა ერთმანეს (არ ჩაყაროთ რამდენიმე კოვზი ერთდროულად წყალში და არ გახსნათ ძლიერი შენჯღრევით) . ხშირად გაუკეთეთ დღის განმავლობაში მუცლის ნაზი მასაჟი.

altამ მასაჟით პატარას კოლიკის ტკივილებს მოუხსნით - ვიდეოგაკვეთილს გამოცდილი მასაჟისტი წარმოგიდგენთ

დააწვინეთ ჩვილი მუცელზე, ეს შეამცირებს წნევას მუცლის ღრუში და გაზებისგან გათავისუფლებას შეუწყობეს ხელს. (თუმცა გაითვალისწინეთ, რომ არ დატოვოთ პატარა ამ პოზიციაში ოთახში მარტო! არ დააძინოთ მუცელზე მწოლიარე!)

და ბოლოს შეგიძლიათ გამოიყენოთ პრობიოტიკები. მიკროორგანიზმები, რომლებიც ნაწლავური მონელების პროცესს გააიოლებენ, ეს ბაქტერიები გახლავთ: BBifodobacteria, Lactobacillus Reuteri, Lactobacillus GG, Saccharomyces Boulardii.