ახალი წლის ღამეს დაგჭირდებათ გოგრა და სანთლები - მიხეილ ცაგარელი მათი საშუალებით საახალწლო რიტუალს გასწავლით - მშობლები

ახალი წლის ღამეს დაგჭირდებათ გოგრა და სანთლები - მიხეილ ცაგარელი მათი საშუალებით საახალწლო რიტუალს გასწავლით

2018-12-23 06:36:02+04:00

31 დეკემბერს გვახსოვდეს, რომ ჯერ ისევ ძაღლის წელი გრძელდება. ამიტომ მაგიდაზე, 5 თებერვლამდე, უნდა გვქონდეს ორი სიმბოლო ტახის და ძაღლის. ძაღლის წინ პატარა ძვალი დადეთ, გნებავთ სატამაშო, გნებავთ - ნამდვილი. ტახს კი რკო დაუდეთ. ამით პატივს ვცემთ მათ და ისინიც პატივს გვცემენ მთელი წლის განმავლობაში. მთავარი ფერი არის ყვითელი, ყვითელი ტახის წელი გახლავთ. ამას ემატება ვარიაციები: ოქროსფერი, კრემისფერი, ნარინჯისფერი, მწვანე, აქსესუარებში ლურჯი და წითელი. ნაძვის ხის აწყობაშიც ეს ფერები გამოიყენეთ.

ჯობია ახალ წელს სახლში შეხვდეთ, რაც შეეხება სუფრას, 31 დეკემბერს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იდოს ღორის ხორცი, სამაგიეროდ პირველ და ორ იანვარს ეს შეზღუდვა არ არის, თავისუფლად შეგლიძიათ ღორის ხორცის კერძები დააგემოვნოთ.

ტახი მიწის მოყვარულია, ამიტომ სუფრაზე კარგი იქნება გქონდეთ მიწისგან წარმოქმნილი აქსესუარები, მაგალითად თიხის ჭურჭელი, ხის ნაკეთობები.

აუცილებლად უნდა შევხოთ გოგრას. გოგრა ბარაქის და მოსავლის სიმბოლოა. ამოუღეთ გოგრას თესლი და ახალი წლის რამეს სამზარეულოში მოაბნიეთ. დილამდე იქ იყოს, რომ მოიზიდოს ფინანსური შესაძლებლობები, გადაჭრილ გოგრაში კი მოატავსეთ 3 ცალი ყვითელი სანთელი. ახალი წლის შემოსვლამდე 15 წუთით ადრე აანთეთ ეს სანთლები და მადლობა გადაუღეთ გასულ წელს, 12 საათი რომ გახდება, ამ სანთლებს ჩაუთქვით მათავარი სურვილი, რაც გინდათ, რომ მომავალ წელს მოხდეს.

altროგორ მოვრთოთ ნაძვის ხე 2019 წელს

alt2019 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

altვანგას წინასწარმეტყველებები 2019 წლისთვის