ყველაფერი, რასაც შვილებს კარგი განათლების მიღების მიზნით ვუკეთებთ, წყალში გადაიყრება, თუ ცოდნასთან ერთად ბავშვს ღრმად აზროვნების უნარი არ გამოუმუშავდა.
რუსი ნეირომეცნიერი, ფსიქოლინგვისტი და შემეცნების თეორიის ავტორი ტატიანა ჩერნიგოვსკაია თავის გამოსვლებში სწორედ აზროვნებაზე ამახვილებს ყურადღებას.
გთავაზობთ მის რამდენიმე ციტატას:
ასეთ ადამიანებს, ძირითადად, უსიამოვნება აქვთ სკოლაში, მათი უმრავლესობა მასწავლებელზე ჭკვიანია. მათ, რა თქმა უნდა, არ იციან ის, რაც მასწავლებელმა იცის, მაგრამ მათ შეუძლიათ იყვნენ უფრო ჭკვიანები. ამიტომაც უწევთ რთულ სიტუაციებში ყოფნა, როდესაც საზოგადოებრივი აზრის წნეხის ქვეშ ექცევიან.
არსებობს ასეთი ნამდვილი ამბავი: ბიჭმა, რომელიც სკოლაში ოროსანი იყო, გამოიგონა ორთქლის ძრავა და ააწყო კიდეც.
წარმოიდგინეთ: ორთქლის ძრავა მზესუმზირის ზეთზე, რომელიც მთელ სახლში გაცხელებული ზეთის წვეთებს ასხამს ! ბიჭს ყველა სულელად თვლიდა. ასე, რომ შემოქმედ ადამიანებს რთული კონკურენტული ბრძოლა უხდებათ.
3-6 წლის ბავშვებისთვის ეს საჭირო და სასარგებლოა
თუ ბავშვები მხოლოდ კომიქსებით და სახალისო ლიტერატურით დაკავდებიან, მათ არც რთული ლიტერატურის კითხვის ალგორითმი გამოუმუშავდებათ, რომელიც აზროვნების ფორმირებას ახდენს, და არც ღრმად აზროვნების უნარი ექნებათ. ისინი იფიქრებენ მხოლოდ იმაზე, თუ რომელ ღილაკს დააჭირონ ხელი, რათა ჰამბურგერი მიიღონ.
დამტკიცებულია, რომ ტვინი სიცოცხლის ბოლომდე წარმოქმნის ახალ ნეირონულ კავშირებს. ნებისმიერი სამუშაო, გარდა მოსაწყენი და რუტინული საქმიანობისა, ტვინისთვის სასარგებლოა. მთავარია საქმე გქონდეს მუდმივად ცვალებად და რთულ ინფორმაციასთან.