სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მორიგ დრამატულ სცენას, როდესაც დედამთილმა რძალი ღალატში ამხილა, მაყურებელთა მორიგი აჟიოტაჟი მოჰყვა. როგორც სერიალში ასახული მოვლენები აირეკლავს ბევრ რეალურ ამბავს, ასევე კომენტარებიც ძირითადად არა სერიალიდან გამომდინარე, არამედ რეალური ცხოვრებიდან გამომდინარე კეთდება და ადამიანების სხვადასხვაგვარ შეხედულებებს აჩვენებს ამა თუ იმ ყოფით საკითხზე.
"ნაირა არ იყო ცუდი დედამთილი, მართალი უთხრა. სულ ზაზას ამტყუნებდა ცოლ-ქმარი. გულწრფელად შემეცოდა! მასე როლანდიც ღალატობდა ცოლს, ნაირასაც "აბაროტი" უნდა აეღო?"
"ხალხი წლობით გაშორებულია ქმარზე და შვილის გამო პირადი არ აქვს.... გაშორებულ ქალს აქვს უფლება კიდევ საყვარელი ჰყავდეს, თუმცა თავმოყვარე ქალი ქმარს უნდა ხედავდეს კაცში და უყვარდეს... ასე კიდევ სხვის უბედურებაზე ვერ ააგებ საკუთარ ბედნიერებას... ან რა ჯანდაბად უნდა სხვისი ქმარი... ჯერ ესეთ უღირს კაცს არ უნდა შეხედოს ნორმალურმა ქალმა!! არც ზაზასნაირი ქმარია ასატანი, უნდა გაშორებოდა... ქარაფშუტაა, მაგრამ მაინც მეცოდება იმიტომ რომ სულელია, თუმცა არაა მეძავი, როგორც ბევრმა მონათლა. სუსტი არსებაა რომელსაც სიყვარული და სითბო უნდოდა..."
"ისე, ამ ნაირას რამ სიგრძე ენა აქვს და ვინ ეკითხება. ჩემი დედამთილი რომ იყოს, გადავპარსავდი თავს, ზაზა რომ ღალატობდა ქეთის, ეგ ხომ კარგი იყო, მაშინ რატო არ მოაწყო ეს ამბები. კაცებს ღალატი ეპატიებათ, კაცია და ხომ უნდა გაგულავება, - არ შემიძლია რა".
"არ არის ღალატი გამოსავალი რა. არ გაწყობს, ტირანია, ცუდად გეპყრობა - გაცილდი. არც ერთ შემთხვევაში არ ვამართლებ ღალატს არც ქალის, არც კაცის, ორთავე მტკივნეულია. თავად ვარ ღალატის მსხვერპლი. უბრალოდ გავცილდი. გავიარე დეპრესია, მარტოობა დოზანა და ჯანდაბაც, მაგრამ მერე ყველაფერი მისით მოვიდა, სიყვარულიც. ოჯახიც და კიდევ ორი შვილიც. ასე რომ, მოღალატეს იგივეთი ნუ უპასუხებ. გაცილდი და სამაგიერო შენი ბედნიერებით გადაუხადე".
"ამ ქალს საერთოდ ვინ ეკითხება, რა საშინლად ამცირებს რძალს, ესეც მასწავლებელი ქალი!!! მეტის ღირსია ზაზა, თავისი კომლექსების გამო რა დღეში აგდებდა ცოლს, ამას ჰქვია კაცი!!"
"ისე, ნაირას დაავიწყდა რა გარემოშიც აცხოვრებენ, სულ ჯიჯღინში, ყვირილში და არც ისეთი ანგელოზი შვილი ჰყავს და გამორიცხული არ უნდა ჰქონოდა ეს ფაქტი. თუმცა თავისი ცხოვრებაც ხომ "უბედურ ქალად" გაატარა, რადგან ტრადიციებს შეწირა..."
ეკა მჟავანაძე: "ერთადერთი, რაც შეიძლება შემშურდეს ადამიანის, არის დიდი და მოსიყვარულე ოჯახი..."
"დედამთილი უფრო მეტად შემეცოდა. ქეთი წადებილო ტიპია და რეაქციებიც არ აქვს მკვეთრი. აი, ნაირაზე კი ვინერვიულე, რომ წნევას არ დაერტყა".
"ქალისთვის ღალატი ცხოვრების განადგურების უმოკლესი გზა. ვნახოთ როგორ გააგრძელებს ცხოვრებას ქეთი. ღალატამდე გაშორდი და როგორც გინდა იცხოვრე..."
"როგორი ზუსტი რეაქციაა იმ ქალისგან, რომელიც დედამთილია, თან მთელი ცხოვრება იტანს შეურაცხყოფას და. ღალატს ქმრისგან... ჰოდა, როდის მივხვდებით, რომ კივილ-წივილს სჯობს მშვიდად დაელაპარაკო ადამიანს, აახსნევინო, მოუსმინო და ისე გამოიტანო დასკვნები... პირდაპირ "იიი, შე ბოზო"-ს რომ მიახტებით, ხოლმე... უკეთესად არ იცი, რა საზიზღარი შვილი გაზარდე? მოძალადე, რომელიც თუ 10 წელიწადში ერთხელ საახალწლო სუფრას მოგიგდებს სიურპრიზად, მერე მთელი 10 წელი ყელში ამოგადენს!
პ.ს. ქეთის არ ვამართლებ, შეიძლება შეგიყვარდეს ვინმე, მაგრამ ჯობია პირველი დაასრულო და მეორე ისე დაიწყო... არა მგონია იშვიათი გამონაკლისის გამო, ამის გამო კლავდნენ, თუ მოგკლავენ, არც ეგაა პრობლემა, ამხელა რაღაცას რომ მალავ და იტანჯები იმასთან ყოფნით, იმაზე ზრუნვით, ვინც არ გიყვარს, ეგ ისედაც სიკვდილია..."
"რა საშინელ დღეში აღმოჩნდა დედამთილი! როგორ უნდა მოიქცეს ახლა?! ამის თქმაც არაა იოლი და არც დამალვა! ქეთი კი, რომელიც ძალიან უღირსად მოექცა საკუთარ თვს, იმაზე საერთოდ არ ჰქონია ნაფიქრი, რომ დღეს თუ ხვალ ეს ამბავი სადღაც გამოჟონავდა. რამდენი ,,ქეთია" სამწუხაროდ, ვინ ჩამოთვლის და შესაბამისად "ზაზა|'' და ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილი დედამთილებიც".
"ქეთი, ბრავო შენც და შენს დედამთილსაც, უმაგრესად შეასრულეთ, მაგრამ არ მიყვარს ასეთი ცოლები და დედები. საერთოდ, თუნდაც კაცი იყოს, მძულს მოღალატე ადამიანები. ქეთი როცა მიხვდება თავის შეცდომას, მერე გვიანი იქნება, რეალურად ბევრი ქალია ასეთი ისტორიით. შე კაი ადამიანო, გაშორდი ქმარს, თუ ბოზობა გინდა და გყავდეს ვინც გინდა, შვილს რა პასუხს სცემენ ასეთი დედები, მაინტერესებს, რატო დამენგრა ოჯახიო..."
"პრობლემა იქიდან იწყება, რომ ეს ოჯახი არასოდეს იყო ოჯახი... მოსარჯულებელი კაცი, ჩამოუყალიბებელი პიროვნება ცოლი, ოჯახის გამწევი ძალა დედამთილ-მამამთილი. და ჰოპ, შეიკრა იდეალური ოჯახი! სულ თავიდან შეცდომით შექმნილ ოჯახს მოჰყვება შემდეგ ყველა უბედურება".
"რამდენჯერ გადავახვიე და ვუყურე, რამდენმა ამოიცანით საკუთარი თავები? რამდენია ასეთი შტერი ქალი, ვინც სხვის ქმრებს დადევენ? სიყვარულზე ლაპარაკობენ, როგორ უნდა გიყვარდეს სხვისი ქმარი, ეს ხომ ამაზრზენია, ეს დარჩა წაგებული, ვინ იცის რა ელის, ის კაციკი, ერთხელ უწივლა უკივლა ცოლმა, და ვითომ არაფერი, მერე ისეთი დაიჭირა სამეგობროში ცოლმა, ვითომ არაფერიო. აი ქეთი კი სამეგობროში და ვაფშე ვერსად გამოყოფს თავს, იმიტომ რომ უკვე ბოზი ხარ, მე არ გამიგია სხვისი ქმრის სიყვარული, მაინც ქმრის მოღალატე ცოლი გქვია ასეთ ქალს, არადა რამდენია ასეთი ავხორცი, ისიც ბევრია - დედამთილი რომ ხელს აფარებს, მაგრამ ეს ქალი მაგრად მოიქცა. ეს მხოლოდ დადგმული სცენაა, მაგრამ რეალურია ყველაფერი რამდენია ასეთი შტერი ქალი, რომ ვერ ფიქრობენ, რა შეიძლებ მოყვეს ამ საქციელს".
"როცა ზაზა ღალატობდა ქეთის, ეს ქალი ღიმილით ამბობდა: "ქეთი, კაი რა, აპატიე რა ზაზას". ახლა აეწვა ხომ? ახლა დაესხა მის ოჯახს თავსლაფი? რეალური სახე, როგორი სუბიექტურები არიან რძლების მიმართ. მე არ ვამართლებ ქეთის საქციელს, უბრალოდ ნაირას საქციელი შევადარე. როგორ მოიქცა, როცა მისი შვილია დამნაშავე და როგორ იქცევა, როგორც დედამთილი".
"ქეთის გამართლება არა აქვს. თუ არ უყვარდა, გაშორებოდა და ჰყოლოდა მერე სხვა, მაგრამ ზაზას აქვს გამართლება, რომელიც "ამაყად" ღალატობდა ცოლს?! ღალატი არავის უნდა ეპატიოს, არც ქალს და არც კაცს, მაგრამ სერიალი ქართულია, შედეგიც მხოლოდ ქალების კიცხვა... ქართული მორალი ასეთია!"
"რაც დედაა, ისეთი გაზრდილი შვილია ზაზაც. ასეთი ქალების გაზრდილები არიან ზუსტად ისეთი ქართველი „ვაჟკაცები“, როგორიც ზაზაა. ასე რომ, არც იყო გასაკვირი ნაირას ქცევა. თან ის კი არაფერიო, თუ შენ მოგკლავსო. ციხისთვის მეცოდება ჩემი შვილიო. თორე შენ მოგკლას, რა პრობლემააო. ღალატი ყველა დასაგმობია, მაგრამ არა სიცოცხლის ფასად. არავის აქვს უფლება, ვინმეს სიცოცხლე წაართვას, რაც უნდა დააშავოს".
"მეც იგივეს ვეტყოდი რძალს და წასვლის უფლებას მივცემდი... აბა ტრაგედიის დატრიალება რომელ დედას უნდა? ნუ რა თქმა უნდა, უფრო მშვიდი ტონით ვიტყოდი ამ ყველაფერს... ისტერიას ვერ ვიტან..."
"დედამთილის რეაქცია გამართლებულია. დაიშოკა ქალი. მაგ ასაკის ხალხისთვის ყოვლად მიუღებელია ქმრის ღალატი. რატომ გიკვირთ? ახალი თაობა კი "გადაბოზდა", მაგრამ დედების და ბებიების თაობაში უმრავლესობა წმინდანივით ცხოვრობდა და რძლებისგანაც იგივეს ითხოვენ".
"თუ არ გიყვარს, უნდა გაშორდე. არ უნდა ისარგებლო გათხოვილი ქალის სტატუსით. მერე გზა ხსნილია, ეძებე ვინც შეგიყვარებს. ამ შემთხვევაში ქეთი შავ დღეშია. ოჯახიც დაკარგა და არც საყვარელს უნდა..."
"ქეთისნაირი დებილი ქალი არასდროს უნდა იყო, ორი აზრი არაა, მაგრამ დედამთილმა რომ ასე ლაპარაკი გამიბედოს, თავზე დავამხობ ყველაფერს".
„წარმატებული, საზოგადოებაში აქტიური ცოლი ბევრ მამაკაცს აბრკოლებს, ძაბავს, რაც საზიანოა წყვილისთვის“