ზოგიერთი მათგანი მართლაც არაადეკვატურად იქცევა ბევრი ქმარი თანახმაა, მეუღლის მშობიარობას დაესწროს. სამაგიეროდ, ზოგიერთი მათგანი არცთუ ადეკვატურად იქცევა. წარმოგიდგენთ ფრაზებს, რომლებსაც "მშობიარე" მამები ყველაზე დრამატულ წუთებში წარმოთქვამენ.
მათთვის მშიაბიარობა ზომაზე მეტი სტრესია, ალბათ ამით აიხსნება ის გაუგებარი რეაქციები, რასაც შვილების ამქვეყნად მოვლინების წინაშე გამოხატავენ:
"უკვე მშობიარობ? აბა, ერთი კვირის შემდეგო?" - კაცებს არ ესმით, რომ არასწორად ნავარაუდები სამშობიარო ვადის გაპროტესტებას აზრი ნამდვილად არ აქვს მაშინ, როცა ქალს წყლების დაღვრა ეწყება.
"ერთ-ორ საათს ვერ მოიცდიდი?" - როცა კაცს ღამის 2 საათზე აღვიძებენ და ნახევრად მძინარეს დასძახიან, "დროზე სამშობიაროშიო", რას არ წამოროშავს.
"მაკრატელი არ დაგრჩეს, ჭიპლარიც ჩემი ხელით უნდა გადავჭრა" - ასეთებიც უთქვამთ ქმრებს, რომლებიც მშობიარობაზე დასასწრებად დიდი ხალისით ნამდვილად არ მიდიან.
"კარგი რა, ასე როგორ გტკივა" - ამ ფრაზის საპასუხოდ ცოლმა რომ სთხოვა ქმარს, მოდი და ახლოდან უკეთ ნახავ, როგორც მტკივაო, ქმარმა მიახლოება რატომღაც ვერ გაბედა.
"თუ ამდენი ხანი სჭირდება, შევირბენდი სამსახურში" - კაცებს არ ესმით, რომ ეს "გაუთავებელი მშობიარობა" შეიძლება იმაზე სწრაფად დასრულდეს, ვიდრე ელოდები.
"ისე არ სუნთქავ, როგორც გვასწავლეს" - ქმრები, რომლებიც ცოლებთან ერთად ესწრებოდნენ წინასამშობიარო კურსებს, ვერ ხვდებიან, რომ რჩევა-დარიგებების პრაქტიკაში გამოყენება მშობიარეებს ყოველთვის არ გამოსდით. ამაში უჩვეულო და საგანგაშო არაფერია.
"რა გახდა ერთი ადამიანური გაჭინთვა, ასე ძნელია?" - ძნელი კი არა, წარმოუდგენლად ძნელია, მაგრამ ქალები ამას ახერხებენ. მათ უბრალოდ მეტი გაგება და მოთმინება სჭირდებათ მათგან, ვინც ამ დროს გვერდით ჰყავთ.
ასევე იხილეთ: რატომ ჯობს, კაცი არ დაესწროს მშობიარობას?