ქართველი გოგონა, რომელიც რუსებმა სინდი კროუფორდის ცნობილი ქალიშვილის ორეულად აღიარეს - მშობლები

ქართველი გოგონა, რომელიც რუსებმა სინდი კროუფორდის ცნობილი ქალიშვილის ორეულად აღიარეს

2019-01-19 17:14:07+04:00

რუსულ პრესაში ერიკა კიკნაძეს კაია გერბერის ორეულს უწოდებენ. ეგ კი არა, ზოგი წერს, ერიკა უფრო საინტერესოდ გამოიყურებაო.

ერიკა ცნობილი რუსი ტელეწამყვანის ივან ურგანტის გერია - მისი ქართველი ცოლის, ნატალია კიკნაძის ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან. სანამ ივან ურგანტს გაჰყვებოდა ცოლად, ნატალია ბიზნესმენ თემურ კუტალიასთან იყო ქორწინებაში და მასთან ორი შვილიც გააჩინა. ოჯახის დანგრევის შემდეგ, ნატალიას უფროსი შვილი - ნიკო მამასთან დარჩა საცხოვრებლად, ერიკა კი დედამ წამოიყვანა.

mshoblebi
ივანი და ნატალია

წლების შემდეგ ნატალია ბავშვობის სიყვარულს ივან ურგანტს შეხვდა და მათ იქორწინეს. საერთო შვილიც გაუჩნდათ - ნინა. გოგონა ახლა 10 წლისაა, ერიკა კი - უკვე 18-ის.

mshoblebi

ერიკას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს მამობილთან და ხშირად ახლავს სხვადასხვა ღონისძიებაზე. პაპარაცებიც ყოველთვის უღებენ ფოტოებს და აღნიშნავენ მის განსაკუთრებულ ნაკვთებს.

mshoblebi
ერიკა მამობილთან ერთად

ერიკას თავადაც უყვარს ფოტოკამერების წინ პოზირება და ცნობილი ჟურნალებიც ბეჭდავენ მის ფოტოებს.

mshoblebi

mshoblebi

სწორედ ჟურნალისტებმა შენიშნეს მისი მსგავსება სინდი კროუფორდის ქალიშვილ კაია ბერგერთან, რომელიც უკვე ცნობილი მოდელია.

mshoblebi

mshoblebi