ნუ აქცევთ შვილებს ვეგეტარიანელებად - მედიკოსების მოწოდება - მშობლები

ნუ აქცევთ შვილებს ვეგეტარიანელებად - მედიკოსების მოწოდება

2014-09-22 08:41:15+04:00

თუ ბავშვები არ იღებენ მრავალფეროვან, დაბალანსებულ საკვებს, სხვადასხვა დაავადებისა და პათოლოგიების განვითარების რისკი მკვეთრად მატულობს შვეიცარიელი ბავშვები მასობრივად იტანჯებიან ავიტამინოზისა და დისტროფიისგან. შვეიცარიელმა ექიმებმა განგაშის ზარი შემოჰკრეს: ბავშვებს სულ უფრო ხშირად უსვამენ ავიტამინოზისა და დისტროფიის დიაგნოზს. ძირითადად ბავშვებს ვიტამინი В12 აკლიათ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის, ტვინის განვითარებისთვის, სისხლის განვითარების პროცესისთვის. სიტუაციამ იმდენად კრიტიკულ მასშტაბებს მიაღწია, რომ ჯანდაცვის უწყებამ მიიღო გადაწყვეტილება, მშობლებს მიმართონ და დაიცვან ბავშვები `დიეტებისგან~. სპეციალისტები კიდევ ერთხელ იმეორებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის ის ვიტამინები, მიკროელემენტები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები, რომლებსაც შეიცავს ხორცი, რძის პროდუქტები, თევზი. თუ ბავშვები არ იღებენ მრავალფეროვან, დაბალანსებულ საკვებს, სხვადასხვა დაავადებისა და პათოლოგიების განვითარების რისკი მკვეთრად მატულობს.

შვეიცარიაში ძალიან პოპულარულია ვეგანიზმი – ვეგეტარიანელობის მკაცრი ფორმა. მისი მიმდევრები სრულიად უარს ამბობენ ისეთი საკვების მიღებაზე, როგორიცაა რძე, კვერცხი, თაფლი, ხორცი. ბოლო ათწლეულის განმავლობაში შვეიცარიაში 4-ჯერ მოიმატა ვეგანიზმის მიმდევართა რიცხვმა. მშობლები, რომლებიც ამ პრინციპებს აღიარებენ, რასაკვირველია, შვილებსაც ასე კვებავენ და მკვეთრად იმატა ბავშვებში საშიშმა დაავადებებმა.