სათამაშოების ხარისხზე ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად აქტიურად საუბრობენ მშობლები და სპეციალისტები. ის, რომ ბაზარზე შემოსული სათამაშოების ძალიან დიდი ნაწილი სინამდვილეში ბავშვისთვის მავნეა - ახალი ამბავი აღარ არის. ტყვია, ტოქსინები, მავნე საღებავები და ა.შ. - ეს მცირე ჩამონათვალია იმ საფრთხეებისა, რასაც ვიღებთ ჩვენი ყველაზე საყვარელი არსებისთვის ნაყიდი ნივთებიდან.
ამიტომაც არის, რომ მშობლები სულ უფრო გაფაციცებით ეძებენ ეკოლოგიურად უსაფრთხო სათამაშოებს, რაც არც ისე ადვილია. მით უმეტეს, რომ ხარისხის და უსაფრთხოების გარდა ის კიდევ ერთ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს - ბავშვს უნდა მოეწონოს და მართლაც უნდა ითამაშოს ამ ნივთით.
სწორედ ამიტომ ჩავთვალეთ, რომ კარგია ის სიახლე, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა, უფრო სწორად - "სახალხო აფთიაქის" ქსელში. სააფთიაქო ქსელმა, რომელიც ცდილობს, ხარისხსა და ეკოლოგიურობას გვერდი არ აუხვიოს, ცნობილი გერმანელი მწარმოებლების პარტნიორი კომპანიის - Happy Company-ს პროდუქცია შესთავაზა მომხმარებელს. კომპანიის მთავარი სლოგანია "უსაფრთხო თამაში პატარებისთვის", რაც უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს.
ამ სათამაშოებს რამდენიმე უპირატესობა აქვს, რითაც მშობლებსაც ხიბლავს და ბავშვებსაც:
არის უსაფრთხო და არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის მავნე მეტალებს შემეცნებითი ხასიათისაა და აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს აქ შეხვდებით ასაწყობ კონსტრუქციებს და შემეცნებითი ხასიათის სათამაშოებს ფასი იწყბება 6 ლარიდან გათვალისწინებულია 5-დან 12 წლის ბავშვებისთვის პროდუქტები სერთიფიცირებულია ევროპული და ინტერნაციონალურად აღიარებული სტანდარტების შესაბამისად პროდუქტები ეტაბლირებულია გერმანულ და ზოგადად ევროპულ ბაზარზე და დამკვიდრებულია ბაგა-ბაღებში, სკოლებში და საბავშვო ცენტრებში
ასე რომ, ის დროა, ეწვიოთ "სახალხო აფთიაქებს" და აურჩიოთ თქვენს შვილებს უსაფრთხო, ხარისხიანი და განმავითარებელი სათამაშოები.