როგორ შეაყვაროთ ბავშვს სკოლა და სწავლის პროცესი, როგორ დავეხმაროთ ახალ გარემოსთან ადაპტირებაში და სწავლასთან დაკავშირებული სტრესის დაძლევაში... ახალი სასწავლო წლის დაწყება, გარდა იმისა, რომ უამრავ პოზიტიურ მოვლენასა და სიახლეს უკავშირდება, მოსწავლისთვის შესაძლოა, სტრესულიც იყოს.
როგორ შეაყვაროთ ბავშვს სკოლა და სწავლის პროცესი, როგორ დავეხმაროთ ახალ გარემოსთან ადაპტირებაში და სწავლასთან დაკავშირებული სტრესის დაძლევაში - ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომელზეც 12 სექტემბერს, ჭავჭავაძის 7 ნომერში მდებარე "ბიბლუსი გალერეაში" საინტერესო შეხვედრა გაიმართება.
მას ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლის "დიალოგის" წარმომადგენელი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და გეშტალტთერაპევტი ქეთი მესხიშვილი წარუძღვება.
"სასწავლო წლის დაწყება ბავშვებისთვისაც და მშობლებისთვისაც როგორც წესი დიდ მღელვარებას იწვევს, განსაკუთრებით პირველკლასელებისათვის. ამ ღონისძიებაზე დასწრება სასრგებლო იქნება ნებისმიერი ადამანისათვს ვისთვისაც ეს თემა აქტუალურია. განხილული იქნება კონკრეტული შემთხვევები და სირთულებიი რომელსაც აწყდება პირველკლასელი მოსწავლე. მშობლებს ექნებათ კონკრეტული რეკომენდაციები თუ როგორ უნდა დაეხმარონ შვილებს მინიმალური სტრესით გადალახონ ეს ეტაპი.
ამ შეხვედრაზე მიღებული ინფორმაცია შეამცირებს მშობლების შფოთვას. ისინი შეძლებენ თავდაჯერებულად და ინტერესით შეხვდნენ ამ ახალ გამოწვევას. მიიღონ სიამოვნება უკვე სკოლის მოსწავლე შვილთან ურთიერთობით და გახდნენ თანამონაწილე ამ მნიშვნელოვანი მოვლენის", - განაცხადა მესხიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ "ბიბლუსი გალერეაში" დაგეგმილი შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა დასვას მისთვის საინტერესო შეკითხვა და მიიღოს ფსიქოლოგის რჩევები.
ყველაზე აქტიური მონაწილეები მიიღებენ ფსიქოლოგთან კონსულტაციის 2 ვაუჩერს.
მისამართი: ჭავჭავაძის N7
"ბიბლუსი გალერეა"
დასაწყისი: 19:00 სთ.
ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: