თამაში ბავშვის ცხოვრებაში არა მხოლოდ გართობის და დროის გაყვანის საუკეთესო საშუალებაა, არამედ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი მისი განვითარებისა და შემეცნებისთვის. ნეირომეცნიერებაში ჩატარებული კვლევების შედეგები ცხადყოფს, რომ ბავშვი ყველაზე კარგად სწავლობს და ვითარდება სწორედ თამაშით და თამაშის დროს. თამაში ბავშვს ურთიერთობებს, საკუთარი აზრების სწორად გამოხატვასა და დიალოგის წარმართვას ასწავლის, თანატოლებთან ურთიერთობას, ასევე ხელს უწყობს მის წარმოსახვას, ნებისმიერ ინფორმაციას ყველაზე კარგად ითვისებს სწორედ თამაშის დროს. გარდა არისა, არსებობს თამაშის ისეთი სახეობებიც, რომელიც პატარის ემოციებზეც დადებითად მოქმედებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენს სტრესულ გარემოში.
ერთ-ერთი ასეთი, ხატვასთან ერთად, არის ძერწვა. ძერწვა არტთერაპიაში - ხელოვნებით თერაპიაში აღიარებული საშუალებაა. პლასტილინით ძერწვას აქვს იმდენად ბევრი პლუსი და იმდენად კარგად მოქმედებს ბავშვზე, რომ ნებისმიერ მშობელს ურჩევენ ფსიქოლოგები და ხელოვნების პედაგოგები, ბავშვს არ მოაკლონ ეს სიამოვნება.
პლასტილინის დადებითი თვისებები:
პლასტილინი საუკეთესო საშუალებაა მცირე მოტორიკის გასაუმჯობესებლად, სენსორული შესაძლებლობებისა და ფანტაზიის განვითარებისთვის. ნევროპათოლოგების აზრით, ძერწვის პროცესი დამამშვიდებლად მოქმედებს ბავშვის ნერვულ სისტემაზე. სწორედ ამიტომ, თუ ბავშვს სტრესის გადატანა მოუწია, ფსიქოლოგები მასთან მუშაობისას ძერწვას ხშირად მიმართავენ. ამ დროს ბავშვი ხორცს ასხამს თავის ფიქრებს და თქვენც ფიზიკურად ხედავთ, რა აწუხებს მას. ძერწვა ავითარებს აზროვნებასაც. ძერწვის დროს ბავშვებს გონების დაძაბვა და ფიქრი უწევთ. შემოქმედებითი აქტივობების დროს ასევე ვითარდება სილამაზის აღქმა. ხელოვნებით დაკავება ბავშვებში სიამოვნებისა და კმაყოფილების განცდას ზრდის. ეს ოთხი ფაქტორიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ბავშვს ძერწვაში ხელი შეუწყოთ. თუმცაღა, რასაკვირველია ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბაზარი სავსეა უხარისხო და მავნე პროდუქციით, მათ შორის ისეთი პლასტილინებითაც, რომლითაც ან ვერაფერს გამოძერწავს ბავშვი, ან კიდევ ათასგვარი მავნე ნივთიერების შემცველი იქნება.
სათამაშოების მაღაზიათა ქსელ "პეპელას" კონსულტანტებთან მცირე გასაუბრების შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო პროდუქციად ამ სფეროში გამოვლინდა playgo - სათამაშოების ერთ-ერთ საუკეთესო მწარმოებელ ამ კომპანიას საძერწი კომპლექტების დიდი არჩევანი აქვს - საძერწი მაგიდა აქსესუარებით, პლასტილინის ნაკრები, ცხოველების საძერწი კომპლექტი და ა.შ.