როგორ სჯიან პედოფილებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში - მშობლები

როგორ სჯიან პედოფილებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

2019-02-20 09:07:58+04:00

სამწუხაროდ, საქართველოში პედოფილიის შემთხვევები გახშირდა და მშობლების ათას სადარდებელს ესეც დაემატა. ბევრს მიაჩნია, რომ ეს დანაშაული ჩვენს ქვეყანაში სათანადოდ არ ისჯება და ამიტომ შს სამინისტრო სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით გამოდის.

რა ხდება სხვა ქვეყნებში, როგორ ისჯებიან პედიფილები და რა მექანიზმები არსებობს მათგან თავდასაცავად.

ყაზახეთში რამდენიმე წლის მანძილზე პედოფილებისთვის ქიმიური კასტრაციის აუცილებლობის საკითხი განიხილებოდა, მას ხელი მოეწერა ამ წლის იანვარში. ამ კანონის მიღებას წინ უძღოდა მეთოდის ეფექტურობის, დადებითი და უარყოფითი მხარეების განხილვა. ყოველდღიურად ყაზახეთში სექსუალური ძალადობის შემთხვევები არასრულწლოვნებში 30-ზე მეტია.

ინდოეთში ქიმიურ კასტრაციას როგორც მოწინააღმდეგე, ასევე მომხრე გამოუჩნდა. ერთნი ფიქრობდნენ, რომ მოძალადეების ნაწილს სასჯელისადმი შიში აიძულებდა თავისი სექსუალური ცხოვრება შეეცვალა. მეორენი დარწმუნებულები იყვნენ, რომ შედეგი ნულოვანი იქნებოდა, რადგან ამ მიზნით გამოსაყენებელი პრეპარატის ეფექტურობა დამტკიცებული არ იყო. სპეციალისტების მოსაზრებით, დამნაშავე შეიძლება დაინვალიდდეს. მეორე მიზეზი იყო უნდობლობა სისტემის მიმართ. შესაძლებელია დამნაშავე მოელაპარაკოს პერსონალს ინექციის გაკეთების დროს, რომელიც უკეთდება დამნაშავეს პერიოდულდ ტესტესტერონის - მამაკაცური ჰორმონის დასათრგუნად.

როგორ სჯიან პედოფილებს აშშ-ში

ქიმიური კასტრაციის იდეა ამერიკიდან წამოვიდა. ეს მეთოდი ამერიკამ ოთხმოციან წლებში გამოიყენა.

ყველაფერი ფუნდამენტურად შეიცვალა 90-იან წლებში, როდესაც ჯესი ტიმენდეკასი-პედოფილი ქიმიური კასტრაციის შემდეგ ისევ გავიდა "სანადიროდ". მისი მსხვერპლი გახდა მეზობლის 7 წლის გოგონა, რომელიც ჯერ გააუპატიურა და შემდეგ მოკლა. დაიწყეს გამოკვლევა, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ეს ფაქტი "მკურნალობის" შემდეგ. აღმოჩნდა, რომ 33 წლის პედოფილი ინექციების შემდეგ იღებდა პრეპარატებს, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა მამაკაცის ჰორმონი. ამან დაუბრუნა მამაკაცური ძალა და ასე გაჩნდა აშშ-ში "მეგანის კანონი".

ამერიკის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ თუ პედოფილების მკურნალობა არ გამოდიოდა, მაშინ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ისინი უნდა აეყვანათ მკაცრ კონტროლზე. ასევე პოლიცია ვალდებული იყო გაეფრთხილებინა მისი მეზობლები, რათა ყურადღება არ მოედუნებინათ მის მიმართ. მათი კონტროლისათვის გამოიყენება სპეციალური ელექტრონული სამაჯურები. ეს არ უზღუდავს თავისუფლებას პოტენციურ დამნაშავეს, მაგრამ როგორც კი მიუახლოვდება სასწავლო დაწესეულებას, ან საბავშვო მოედანს, სიგნალი მიდის პოლიციის განყოფილებაში და ისინი უკვე იღებენ სათანადო წესებს. ამერიკაში არსებობს ქირურგიული კასტრაციაც. მაგრამ ამაზე პედოფილი თვითონ უნდა დათანხმდეს.

პედოფილებთან ბრძოლა ევროპაში

ევროპის ქვეყნებში ქიმიური კასტრაციის გამოიყენება ცოტა ხნის წინ დაიწყეს. მაგ: საფრანგეთმა 2005 წელს გამოიყენა ეს მეთოდი. ისე, როგორც ევროპის ქვეყნების უმრავლესობა, რომლებიც იბრძვიან ადამიანის უფლებების დასაცავად, ამ პროცედურას ატარებენ ნებაყოფლობით. მაგრამ თუ ავადმყოფმა უარი განაცხადა, სიცოცხლის ბოლომდე ფსიქიატრიულ კლინიკაში ტოვებენ.

დიდ ბრიტანეთში ქიმიური კასტრაციის გამოყენება დაიწყეს 2008 წლიდან, ავადმყოფთან შეთანხმების და ციხიდან გათავისუფლების შემდეგ.

რომელ ქვეყნებში სჯიან სიკვდილით პედოფილებს?

აფრიკის, ერაყის, ირანის, ჩინეთის და საუდის არაბეთის ქვეყნებში პედოფილებს სიკვდილით სჯიან.