არსებობს ყველასათვის მისაღები და გასაზიარებელი უნივერსალური დიეტა მოზარდები გამუდმებით უკმაყოფილონი არიან თავიანთი წონით. ამის გამო ხშირად შიმშილობენ ან საშინლად იკვებებიან. ცნობილი ექიმი მარი მალაზონია მოზარდებსა და მათ მშობლებს უმნიშვნელოვანეს რჩევებს აძლევს წონისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.
წონაში სწრაფი კლება და შიმშილი ორგანიზმისთვის სტრესია, რასაც მოსდევს ყოველი ლუკმის დამარაგება და სიმსუქნის რისკის ავტომატური ზრდა. თუ თქვენ ერთხელ მაინც იშიმშილებთ ან მკვეთრად შეუზღუდავთ კვებას თქვენს ორგანიზმს, განვითარდება "მეტაბოლური ადაპტაცია" ანუ თქვენი ორგანიზმი შეეჩვევა სიმკაცრეს და შემდეგში აღარ შეიმჩნევს ან ექნება მინიმალური რეაქცია. თუ თქვენ ცხიმის უპირატესი დაგროვების "პრობლემური ზონები" გაქვთ, შიმშილობის შემდეგ ყოველი გასუქება სწორედ ამ ზონების "გაძლიერებას" გულისხმობს და, მორიგი კვებითი შეზღუდვისას, ყველაზე რთულად სწორედ ეს ზონები დაგემორჩილებათ.
განსაკუთრებული სიფხიზლე მართებთ მოზარდი გოგონების მშობლებს. ე.წ. დიეტის მიღმა შეიძლება იმალებოდეს კვების უკიდურესი შეზღუდვა ფსიქიკური პრობლემების ფონზე სახელად "ანორექსია" (შესაძლოა ბულიმიაც). ასეთ შემთხვევაში ნუ იტყვით უარს სპეციალისტის დახმარებაზე. იმის იმედით, რომ თქვენ თვითონ გაუმკლავდებით, პრობლემა შეიძლება უმართავი და საბედისწეროც გახდეს.
რეკომენდებულია მოზარდისთვის ყავა, მითუმეტეს, დიეტის დროს?
თუ ეს ასაკობრივი ცვლილებებისთვისაა დამახასიათებელი?
რეკომენდაციის გარეშე ასუსტებს თუ არა მოზარდის ორგანიზმს და უჭირს თუ
არა ასეთ ორგანიზმს სხვადასხვა ინფექციასთან გამკლავება?
გასუქებს" -არ არსებობს ყველასათვის მისაღები უნივერსალური კვების მოდელი და მოზარდის მენიუ–რაციონი ინდივიდუალური მოთხოვნილების შესამაბისი უნდა იყოს, თუმცა კვებაში არსებობს რამდენიმე "ოქროს წესი":
შეიძლება ამ დიეტის თამამად დაცვა?
მარი მალაზონია
კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი
ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია "930"–ის პრეზიდენტი
ევროპის პრევენციული, რეგენერაციული და "ანტიეიჯინგ" მედიცინის საბჭოს წევრი
ესაუბრა: მანანა გაბრიჭიძე