"50-წლიანი ქორწინების შემდეგ ერთხელ ყურადღებით შევხედე ჩემს ცოლს და ვუთხარი..." - მშობლები

"50-წლიანი ქორწინების შემდეგ ერთხელ ყურადღებით შევხედე ჩემს ცოლს და ვუთხარი..."

2019-03-04 12:30:37+04:00

50-წლიანი ქორწინების შემდეგ ერთხელ ყურადღებით შევხედე ჩემს ცოლს და ვუთხარი:

- 50 წლის წინ გვქონდა პატარა სახლი, ძველი მანქანა, დივანზე გვეძინა და პატარა შავ-თეთრ ტელევიზორს ვუყურებდით, მაგრამ სამაგიეროდ ყოველ ღამე ვწვებოდი ლოგინში ლამაზ 19 წლის გოგონასთან ერთად.

ახლა მაქვს უშველებელი ძვირად ღირებული სახლი, ბევრი ძვირფასი მანქანა, უშველებელი საწოლი საოცარ საძინებელში, ფართოეკრანიანი ტელევიზორი, მაგრამ ლოგინში ვწევარ 69 წლის ქალთან ერთად. უკვე ეჭვი მეპარება ჩემს ქორწინებაში.

ჩემი ცოლი გონიერი ქალია. არც განაწყენებულა და არც უყვირია. უბრალოდ შემომთავაზა, მეპოვა 19 წლის გოგონა, თავად კი იზრუნებდა იმაზე, რომ მე კვლავ მეცხოვრა პატარა სახლში, ვწოლილიყავი გაუბედურებულ დივანზე და მეყურებინა შავ-თეთრი ტელევიზორისთვის.

ნუთუ ქალები შესანიშნავები არ არიან? მათ ნამდვილად იციან, როგორ გადაჭრან თავიანთი ქმრების ყველა პრობლემა.