75 წლის ტაქსის მძღოლი ელისო ბებო ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მშობლები

75 წლის ტაქსის მძღოლი ელისო ბებო ინტერნეტვარსკვლავად იქცა

2019-03-05 19:28:34+04:00

ინტერნეტმომხმარებელმა ნინა ბიტკაშმა სოციალურ ქსელს 75 წლის ელისო ბებო წარუდგინა, ტაქსის მძღოლი. მის პოსტს და ფოტოს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ელისო ბებოც ნამდვილ ინტერნეტვარსკვლავად იქცა:

"ეს ელისო ბებოა, დღეს გავიცანი.

ტაქსის მძღოლია, მარტო ცხოვრობს და 75 წლის არის, ამით ირჩენს თავს, უსაყვარლესია და ძალიან მაგრად ატარებს.

ვაკის ტერიტორიაზე მოძრაობს ძირითადად.

ყველას გირჩევთ. ესეც ნომერი - 599514033 დაურეკეთ".