"მშობლებო, არ უყიდოთ თქვენს 17 წლის შვილს ავტომობილი... ეს იგივეა, 4-5 წლის ბავშვს კალაშნიკოვი მისცეთ სათამაშოდ" - შალვა ოგბაიძე - მშობლები

"მშობლებო, არ უყიდოთ თქვენს 17 წლის შვილს ავტომობილი... ეს იგივეა, 4-5 წლის ბავშვს კალაშნიკოვი მისცეთ სათამაშოდ" - შალვა ოგბაიძე

2019-03-06 10:33:42+04:00

ავტოავარიების გამო, ბოლო დროს არაერთი ტრაგიკული ფაქტის მომსწრე გავხდით და სამწუხაროდ, უბედურმა შემთხვევებმა ბევრი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. გადამეტებული სიჩქარით მანქანის მართვის თუ სხვა მიზეზების გამო ავტოკატასტროფები ჩვენს ქვეყანაში ძალიან გახშირდა. სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ, ტრაგედია დატრიალდა თბილისი-წავკისის გზაზე - ავარიას 18 წლის გიორგი თათარაშვილი, 20 წლის გაგა ლაშქარაშვილი და 23 წლის გიორგი იაშაღაშვილი ემსხვერპლნენ. გავრცელებული ვერსიით, ბიჭები სწრაფად გადაადგილდებოდნენ.

თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ავარიით გამოწვეულ ტრაგიკულ შემთხვევებს ეხმაურება და მშობლებს მიმართავს:

"მშობლებო, დედებო და მამებო, არ უყიდოთ თქვენს 17 წლის შვილს ავტომობილი, მას ჯერ ეს არ დაუმსახურებია. ეს იგივეა, 4-5 წლის ბავშვს გადატენილი კალაშნიკოვი მისცეთ სათამაშოდ. დაფიქრდით, მშობლებო!“ - წერს შალვა ოგბაიძე.

alt"გოგონა ბოლომდე ჩაიყოლა მანქანამ ხრამში" - ტრაგედიით დასრულებული სიყვარულის დღე

altვინ იყვნენ 17 წლის ბიჭები, რომლებიც ხარაგაულში ავარიას ემსხვერპლნენ