როგორ გამოიყურება ახლა და როგორი დედაა ერთ დროს ყველაზე ლამაზი ლივ ტაილერი - მშობლები

როგორ გამოიყურება ახლა და როგორი დედაა ერთ დროს ყველაზე ლამაზი ლივ ტაილერი

2019-03-06 10:02:36+04:00

ლივ ტაილერი 1990-იან წლებში ერთ-ერთი ყველაზე მოკაშკაშე ვარსკვლავი იყო და პლანეტის ულამაზეს ქალთა შორისაც არაერთხელ დაასახელეს. მოდელ ბიბი ბიუელისა და ცნობილი მუსიკოსის სტივენ ტაილერის ქალიშვილი არა მხოლოდ ცნობილი მოდელი გახდა, არამედ ცნობილი მსახიობიც.

გოგონა 1977 წელს დაიბადა, ოღონდ თავდაპირველად ლივ რანდგრენი ერქვა - დედამისის მეორე ქმრის, მუსიკოს ტოდ რანდგრენის გვარი. ლივს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მისი ნამდვილი მამა სტივენ ტაილერი იყო.

mshoblebi
ლივი დედასთან ერთად

სიმართლე მას მერე გაიგო, რაც ერთხელ ყურადღება მიაქცია, რომ ძალიან ჰგავდა სტივენის ქალიშვილ მია ტაილერს. ლივმა მამის გვარი დაიბრუნა და შოუბიზნესშიც აქტიურად ჩაერთო. ჯერ მოდელობდა, მერე კი მსახიობობას მიჰყო ხელი. პირველი აღიარება კი მამის კლიპში ალისია სილვერსტოუნთან ერთად შესრულებულმა როლმა მოუტანა.

mshoblebi
მშობლებთან ერთად

მოგვიანებით იყო ცნობილი ფილმები "წარმავალი მშვენიერება", "ბეჭდების მბრძანებელი", "ევგენი ონეგინი", "არმაგედონი"...

mshoblebi

2001 წელს გათხოვდა პირველად - მუსიკოს როისტონ ლენდგონზე, რომელთანაც ეყოლა უფროსი ვაჟი მაილო - ის ახლა 14 წლისაა.

mshoblebi
პირველ და მეორე ქმრებთან ერთად

2014 წელს ცოლად გაჰყვა ბრიტანელ სპორტულ აგენტ დეივ გარდნერს, რომელთანაც ორი შვილი გაუჩნდა - ლულა როუზი და სეილორ ჯინი. წყვილი ლონდონში ცხოვრობს და იქვე ზრდიან შვილებს.

mshoblebi
უფროს ვაჟთან ერთად

ლივი ძირითად დროს ოჯახს და შვილების აღზრდას უთმობს, ნაკლებად ჩნდება ოფიციალურ ღონისძიებებზე და პრაქტიკულად, აღარც კინოში თამაშობს.

mshoblebi
მეუღლესა და უმცროს შვილებთან ერთად

mshoblebi

mshoblebi