ბერა ივანიშვილის ახალ კლიპში მისი მეუღლე, ნანუკა გუდავაძე გამოჩნდა. კლიპში ცოლ-ქმარი შეყვარებული წყვილის როლშია და ბერას გმირი გოგონას ცოლობასაც სთხოვს. როგორც ბერა თავად აღნიშნავს, ეს კლიპი მათი ქორწინების დღეს ეძღვნება.
"დღეს განსაკუთრებული გრძნობებითა და ემოციებით გიზიარებთ კლიპს, რომელიც ასახავს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ დაუვიწყარ დღეს. ასეთი დღე ყველა ეპოქაში ყველა ადამიანისთვის იყო და იქნება განსაკუთრებული" - წერს ბერა სოციალურ ქსელში.
ნანუკა რამდენიმე კადრში სხვდასხვა ლუქით ჩნდება და ყველა მათგანში ერთიმეორეზე უფრო მომხიბვლელია.
კლიპს, რომელიც დღეს გამოჩნდა სოციალურ ქსელში, დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
"მოიყვანა სიყვარულით უბრალო ოჯახიდან ადამიანი და ოჯახი შექმნა, გამრავლებას ვუსურვებ"
"ასე სიყვარულით გეცხოვროთ მუდამ ჩემო ძვირფასებო. ორივე კარგები ხართ"
"საოცრება ხართ ორივე ერთად" - წერენ ინტერნეტმომხმარებლები