როგორ იქცა მრავალშვილიან დედად მილიონობით მამაკაცის სათაყვანო ლეტიცია კასტა და როგორია ახლა? - მშობლები

როგორ იქცა მრავალშვილიან დედად მილიონობით მამაკაცის სათაყვანო ლეტიცია კასტა და როგორია ახლა?

2019-03-17 13:06:55+04:00

ლეტიცია კასტა 1990-იან წლებში მართლაც მილიონობით მამაკაცის სათაყვანებელი ქალი იყო. მას ყოველთვის ასახელებდნენ ყველაზე სასურველთა, ულამაზესთა, უსექსუალურესთა რეიტინგებში. მოდელსა და მსახიობს შესანიშნავი კარიერა ჰქონდა, თუმცა უკვე 10 წელზე მეტია, ისე აქტიურად აღარ ჩანს ასპარეზზე და აქა-იქ თუ გამოჩნდებოდა რომელიმე დიდ ღონისძიებაზე თუ პრემიერაზე.

ფრანგი ლამაზმანი 1978 წელს არის დაბადებული ნორმანდიაში, ძალიან მყარ, იდეალურ ოჯახში, სადაც მასთან ერთად კიდევ ორი ბავშვი იზრდებოდა - მისი უფროსი ძმა და უმცროსი დაიკო მარი ანჟი, რომელიც ასევე მოდელი გახდა.

mshoblebi
ლეტიცია ოჯახის წევრებთან ერთად

ლეტიციამ ბავშვობა და ახალგაზრდობა ნორმანდიასა და კორსიკაში გაატარა, დედისა და მამის მშობლიურ მხარეებში.

mshoblebi
ლეტიციას და, რომელიც ასევე მოდელი გახდა

1993 წლიდან დაიწყო ლეტიციას კარიერა, როცა ჯერ მხოლოდ 15 წლის იყო. მისი სილამაზე ცნობილმა სამოდელო სააგენტოებმა მაშინვე შეამჩნიეს და წამყვანი დიზაინერების მუზად იქცა, იყო "ვიქტორიას სიკრეტის" ანგელოზი, იღებდნენ ყველაზე ცნობილი ჟურნალების გარეკანებზე, გამოდიოდა რობერტო კავალის, ჟივანშის, ჟან-პოლ გოტიეს, შანელის, რალფ ლორენის და სხვათა ჩვენებებზე.

mshoblebi

სულ მალე კინოშიც გამოჩნდა და არაერთი როლი შეასრულა, ძირითადად - ფრანგულ კომედიებში.

mshoblebi

რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, 2001 წელს გაუჩნდა პირველი ქალიშვილი ფოტოგრაფ სტეფან სედნაუსგან. შემდეგ იტალიელ მსახიობ სტეფანო აკორსისთან ჰქონდა ურთიერთობა - რომელთანაც ორი შვილი გაუჩნდა - ორლანდო და ათენა.

mshoblebi
შვილებთან ერთად

2017 წელს კი ცოლად გაჰყვა მსახიობ ლუის გარელს, რომელთანაც ახლაც ცხოვრობს.

mshoblebi
ლეტიცია და ლუის გარელი

mshoblebi
ლეტიცია ახლაც მშვენიერ ფორმაშია

mshoblebi

altჰგვანან თუ არა შვილები ულამაზეს მონიკა ბელუჩის (ფოტოები)