გოგონა ამქვეყნად ყველაზე მეტად ოცნებობდა ამ ბიჭის ცოლობაზე, მას კი მხოლოდ დიდება, სიმდიდრე და თავისუფლება უნდოდა... რეალურ ცხოვრებაში მათი კავშირი არ იყო თანასწორი: რომი კარგად აღზრდილი გოგონა იყო, კარგი ოჯახიდან, ალენი - უბრალო ბიჭი ბუნდოვანი წარსულით. რომი მხიარული ავსტრალიელი პრინცესა იყო ისტორიული ჟანრის ფილმებიდან, ალენი - დაბინდულთვალება ბიჭი, დიდებული რეჟისორებისა და დიასახლისების ფავორიტი. გოგონა ამქვეყნად ყველაზე მეტად ოცნებობდა ამ ბიჭის ცოლობაზე, მას კი მხოლოდ დიდება, სიმდიდრე და თავისუფლება უნდოდა...
რომის, რომელსაც ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, ისე შეუყვარდა ალენი, საკუთარი თავი და კარიერა დაივიწყა და ყველანაირად ცდილობდა, მისი მიჯნურისთვის ყველას მიექცია ყურადღება და ხელი შეეწყო მისი კარიერისთვის. რომის წყალობით ალენმა საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია.
თუმცა მათი ერთად ყოფნა მაინც არ გამოვიდა - ალენ დელონს რომის მეტისმეტი სიყვარული ახრჩობდა, ვერ იტანდა ჩარჩოებს. რომი მიატოვა და სხვა ქალზე იქორწინა.
შნაიდერი საკუთარ თავში ჩაიკეტა, ღრმად განიცდიდა ამ ამბავს... თუმცა თავადაც გათხოვდა და თითქოს, ცხოვრებაც ხელახლა დაიწყო...
თუმცა გავიდა დრო, დელონმა ისევ გაიხსენა რომი, მათ ხომ ერთ დროს შესანიშნავი ტანდემი ჰქონდათ. დელონს კარიერაში რთული დრო ედგა და კინოში დაბრუნება სურდა, რომის - დელონთან ერთად ყოფნა. ასე შეხვდნენ ისევ ფრანსუა ოზონის გენიალურ ფილმში "აუზი", რომელმაც ეს წყვილი სამუდამოდ უკვდავყო. თუმცა სიყვარული ვერ დააბრუნა...
დელონი ისევ წავიდა... სამუდამოდ.
შნაიდერის ცხოვრება ტრაგიკულად წარიმართა. ჯერ ყოფილი მეუღლე გარდაეცვალა, მერე მისი შვილი დაიღუპა და ამან საბოლოოდ გაანადგურა ქალი... მარტოობას, დარდს და უსაზღვრო ტკივილს ალკოჰოლით ებრძოდა, უამრავ გამაყუჩებელ და ფსიქოტროპულ აბს იღებდა... ბოლოს, ვერ გაუძლო ამ ზეწოლას, გული გაუსკდა... რომი შნაიდერი 43 წლის ასაკში გარდაიცვალა...
ალენ დელონმა მოგვიანებით არაერთხელ აღიარა, რომ ძალიან შეცდა რომისთან ურთიერთობაში, რომ ბევრ რამეს ნანობდა და რომ რომი იყო ერთადერთი ქალი, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა.