ხატია გველესიანი და ნიკუშა დანელია მეგობრის ქორწილში შეხვდნენ ერთმანეთს. როგორც ხატია ამბობს, ვერც კი გააცნობიერა ცეკვის დროს, როგორ აღმოჩნდა ნიკუშას მკლავებში. წყვილი მაშინვე მიხვდა, რომ მათი შეხვედრა გადაიზრდებოდა სერიოზულ ურთიერთობაში. მართლაც, რვა თვის შემდეგ ნიკუშამ საოცარი სიურპრიზი მოუწყო საყვარელ ქალს და ორიგინალურად სთხოვა ხელი.
- ჩემთვის ყველაფერი მართლაც ზღაპარს ჰგავდა. ყოველთვის ვფიქრობდი, თუ ვინ იქნებოდა ჩემი ცხოვრების თანამგზავრი. ჩემს გონებაში მამაკაცის იდეალად მამაჩემი მყავდა წარმოდგენილი, ასე რომ, იოლი არ იყო მეპოვნა მისი მსგავსი ერთგული, პატიოსანი, კეთილი, ერთი სიტყვით, საუკეთესო მამა და მეუღლე. დღეს, გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ მე იმაზე მეტი ვიპოვე, ვიდრე ვეძებდი.
ბედნიერების მოლოდინში არასდროს ვყოფილვარ, თუმცა მჯეროდა, რომ როცა დრო მოვიდოდა, აუცილებლად შევხვდებოდი იმ ერთადერთს. ყველაფერი დაიწყო ჩვენი საერთო მეგობრების ქორწილით. მე პატარძლის მეჯვარე ვიყავი, ნიკუშა კი - სიძის მეგობარი. ისე დაემთხვა, რომ სიძემ საცეკვაოდ გამომიწვია, ამ დროს კი პატარძალმა ნიკუშა გამოიცეკვა. შუა ცეკვაში ისე გავცვალეთ პარტნიორები, რომ პირდაპირ ნიკუშას მკლავებში აღმოვჩნდი... ეს იყო პირველი შეხვედრა, პირველი მზერა და ცეკვა, პირველი ემოცია და მისი სიტყვები ცეკვის ბოლოს: "ჩვენ მეგობრობას გავაგრძელებთ!".
- ჩვენი გაცნობის შემდეგ საკმაოდ სწრაფად განვითარდა მოვლენები, რამდენიმე დღეში უკვე ორივემ ვიცოდით, რომ ერთმანეთი ვიპოვეთ. გრძნობებში პირველი ნიკუშა გამომიტყდა, ასე ეგონა ყველას მომდევნო სამი თვე, თუმცა არა... მე მაქამდე უკვე დაწყებული მქონდა ვიდეოს ჩაწერა მისი დაბადების დღისთვის, სადაც მე ვეუბნები პირველი გრძნობების შესახებ და შემდგომი 111 დღე ფოტოებს ვიღებდი ყოველდღე.
- სიმართლე გითხრათ,არ გვქონია რთული პერიოდი. ნიკუშას ხუმრობით უთქვამს კიდეც, რა არის, რამეზე ვიჩხუბოთ, მაინტერესებს გაბრაზებულზე ჩვენი გრძნობები, მაგასაც თავისი ხიბლი აქვსო. ორივე მაქსიმალურად ვუფრთხილდებით ერთმანეთსა და ჩვენს გრძნობებს.
- რა თქმა უნდა, საიდუმლოდ, მეგობრებთან ერთად დაგეგმა ხელის თხოვნის სცენა. როგორც ნიკუშა ამბობს, რამდენიმე თვით ადრე ჰქონდა ნაყიდი ნიშნობის ბეჭედი. იყო ახალი წელი, როცა შეეძლო ეთხოვა ხელი, თუმცა უნდოდა ეს დღე განსაკუთრებული და მოულოდნელი ყოფილიყო. ამისათვის აარჩია 13 თებერვალი, ყოველი თვის 13 რიცხვს აღვნიშნავდით, როგორც ჩვენი ერთად ყოფნის კიდევ ერთ თვეს. მეც და ნიკუშაც ძალიან დიდ პატივს ვცემთ მშობლების აზრს. მათთან დასამალი არაფერი გვქონდა და სწორედ ამიტომ, გაცნობიდან ზუსტად ერთ თვეში, ნიკუშას ოჯახი გვეწვია სახლში ჩემი მშობლების გასაცნობად. რაც შეეხება ნიშნობის დღეს, ეს ჩემი მშობლებისთვისაც სიურპრიზი იყო. რთულია ერთადერთი ქალიშვილის სახლიდან გაშვება.
- საოცნებო ხელის თხოვნა იყო, ყველაფერი იდეალურად იყო დაგეგმილი. წრფელი გრძნობებითა და უსაზღვრო ემოციებით სავსე დღე. ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენს ვიდეოს და უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს ჩვენი ბედნიერების გულით გაზიარებისთვის!
- გაცნობიდან რვა თვეში მოხდა ჩვენი ნიშნობა. არც ერთხელ მინანია ჩემი არჩევანი და უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, ნიკუშას რომ შევხვდი.
- ჩემთვის მართლა იდეალურია. ბევრი რამ ვისწავლე ნიკუშასგან. ძალიან თბილი და მზრუნველია. ბევრჯერ დამისვამს ჩემი თავისთვის კითხვა, თუ რით დავიმსახურე ასეთი იდეალური ადამიანის სიყვარული.
- ჩემი აზრით, როდესაც ურთიერთობა ვალდებულებაში იზრდება, იქ უკვე სიყვარული აღარ არის. ვფიქრობ, ყველანაირ ურთიერთობას სჭირდება მოფრთხილება. ყოველთვის უნდა ვცეთ ერთმანეთის აზრს პატივი და უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა და გაგება.