აბასთუმანი - უფროსებისა და ბავშვებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო სამთო კურორტის უპირატესობები - მშობლები

აბასთუმანი - უფროსებისა და ბავშვებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო სამთო კურორტის უპირატესობები

2019-04-08 18:36:37+04:00

დაბა აბასთუმანი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მშობლებს შორის. გაზაფხულის სეზონიდან, როდესაც წიწვოვანი ხეები ყვავილობას იწყებენ და განსაკუთრებით ფიჭვები გამოუოფენ მტვერს, რომლითაც ჰაერი ივსება, აბასთუმანში უკვე აქტიური სეზონი იწყება და უამრავი ადამიანი დადის. ეს კურორტი საუკეთესოდ მიიჩნევა ფილტვებისა და ბრონქებისთვის.

აბასთუმანი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ოცხის ხეობაში. ადიგენიდან დაშორებულია 25, ხოლო ახალციხიდან 28 კილომეტრით. აბასთუმანში არის ტუბსანატორიუმები, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, კულტურის, განათლებისა და ჯანდაცვის ობიექტები.

სამთობალნეოლოგიური კურორტია. ზომიერად მშრალი კურორტების რიცხვს მიეკუთვნება. გარშემორტყმულია წიწვოვანი ტყეებით დაფარული ფერდობებით და განსაკუთრებულად სუფთა ჰაერია. აქვეა ცნობილი სამკურნალო, გოგირდის წყლები, რომლებიც ძალიან უყვარდა სტალინს - მას აბასთუმანში რეზიდენციაც ჰქონდა. ეს წყლები დღესაც გამოიყენება რევმატიული, გინეკოლოგიური, დერმატული, ნერვული დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის მოშლილობისას და ქრონიკული წყლულების სამკურნალოდ.

mshoblebi

აბასთუმნის განსაკუთრებული ჰაერის შესახებ ადრიდანვე იყო ცნობილი და ბევრი ადამიანი დადიოდა იქ ტუბერკულოზის სამკურნალოდ. აბასთუმანს ხშირად ახსენებდა თავის წერილებში ლადო ასათიანი, რომელმაც იქ დიდი დრო გაატარა.

დღესაც დადიან იქ ფილტვების და ბრონქების დაავადების მქონე ადამიანები. ასევე დაჰყავთ მშობლებს ბავშვები - გასაჯანსაღებლად.

mshoblebi

პედიატრი ნინო მეზვრიშვილი:

- ბავშვების გასაკაჟებლად პედიატრები მშობლებს მთიან კურორტებს ურჩევენ. რომელი მათგანია საუკეთესო მცირე ასაკის ბავშვებისთვის და რატომ?

- მცირეწლოვანი ბავშვებისთვის განსაკუთრებით კარგია დაბალი მთის კურორტები, სადაც ჰავა გარდამავალია ბარსა და მთას შორის, ორგანიზმზე ძლიერ ზემოქმედებას არ ახდენს და არც შეგუებას (აკლიმატიზაციას) ართულებს. ასეთია ბორჯომი, სურამი, ქვიშხეთი, ახალდაბა, საირმე, ზვარე. დაბალი მთის კურორტების უმრავლესობა შერეული ტიპისაა - აქ ხელსაყრელ კლიმატურ პირობებთან ერთად არის მინერალური წყლებიც. წაღვერი, ცემი, ბაკურიანი, წყნეთი, კიკეთი, მანგლისი, კოჯორი, აბასთუმანი, შოვი, ლებარდე, ფასანაური, გომბორი, ტბა (ბაკურიანთან) საშუალო მთის კურორტებია. მათ გარს არტყია ტყის დიდი მასივები, რომლებიც ჰაერს ოზონით ამდიდრებენ და ულამაზეს ლანდშაფტს ქმნიან. ჰაერი აქ სუფთა და გამჭვირვალეა, დღეღამური ტემპერატურა - ზომიერად ცვალებადი, მზის რადიაცია - ინტენსიური და ხანგრძლივი. მზე ზაფხულობით თითქმის ორჯერ მეტხანს ასხივებს, ვიდრე ზამთარში. სამაგიეროდ, ზამთრობით ჰაერი ნაკლებად შეიცავს ორთქლს.

mshoblebi

საშუალო მთის კლიმატი უხდება ფილტვის ტუბერკულოზს, ბრონქულ ასთმას (მსუბუქ ფორმას) და სხვა ალერგულ დაავადებებს. მაღალი მთის კურორტების ჰავა ორგანიზმის გასაკაჟებლად საუკეთესოა. საქართველოში მაღალი მთის ერთ-ერთი საუკეთესო კურორტია ბახმარო. იგი ზღვასთან ახლოს მდებარეობს, ამიტომ მისი ჰავა ზღვის კლიმატით არის შეზავებული, რაც მას არბილებს და განსაკუთრებულ თვისებებს ანიჭებს. ბახმაროს ჰავას ყველა ასაკის ბავშვები კარგად იტანენ. აქ მკურნალობენ ქრონიკულ ბრონქიტს, მშრალ პლევრიტს, ლიმფადენიტებს, მსუბუქ და საშუალო სიმძიმის ბრონქულ ასთმას, ანემიას. განსაკუთრებით კარგია ბახმაროში დასვენება ხანგრძლივი, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ. ბავშვებისთვის, რომლებიც ხშირად ცივდებიან, ავადმყოფობენ და, საზოგადად, იმუნიტეტი აქვთ დაქვეითებული, საუკეთესოა მთის კლიმატური კურორტები. (იხილეთ სრულად ქალბატონი ნინოს ინტერვიუ კურორტებზე)

mshoblebi

alt10 რჩევა, რომელიც ყველა მშობელმა ბაკურიანში წასვლამდე უნდა წაიკითხოს

alt"ამ კურორტის აღმოჩენის შემდეგ დასრულდა ჩვენს ოჯახში ხველის და გაციების პრობლემა" - მკითხველის "აღმოჩენილი" კურორტი