"ზუსტად იმ დროს, როდესაც შენ გაფრინდი ცაში - ანგელოზებთან, მე გამომიშვი აქ - შენიანებთან" - ნინი ქარსელაძე 9 აპრილის მოვლენებისას დაღუპულ ბიძას იხსენებს - მშობლები

"ზუსტად იმ დროს, როდესაც შენ გაფრინდი ცაში - ანგელოზებთან, მე გამომიშვი აქ - შენიანებთან" - ნინი ქარსელაძე 9 აპრილის მოვლენებისას დაღუპულ ბიძას იხსენებს

2019-04-09 14:57:11+04:00

გია ქარსელაძე 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპული ერთ-ერთი გმირი იყო. მიღებული ტრავმის შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა 11 აპრილს. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით (№ 08042017/2) დაჯილდოვდა „საქართველოს გმირის“ წოდებით და მიენიჭა „საქართველოს გმირის ორდენი“.

ის მომღერალ ნინი ქარსელაძის ბიძა იყო. ნინიმ მას ემოციური პოსტი მიუძღვნა:

"9 აპრილი...

მართალია, ვერ მოვასწარი შენი გაცნობა, მაგრამ დაბადებიდან დღემდე, შენზე კარგის მეტი არაფერი მსმენია... ყველაზე მტკივნეული ალბათ ის არის, რომ 11-ში ზუსტად იმ დროს, როდესაც შენ წახვედი, 1 წლის შემდეგ მე მოვედი ამ ქვეყანაზე. მტკივნეულად მახსოვს ის, რომ არასოდეს არც მამა და არც ბებო ჩემს დაბადების დღეზე არ ყოფილან და წლების მერე მივხვდი მიზეზს, 11-ში ზუსტად იმ დროს, როდესაც შენ გაფრინდი ცაში - ანგელოზებთან, მე გამომიშვი აქ - შენიანებთან.

ვინც გიცნობდა, ყველა მეუბნება, რომ გგავარ. ეს ჩემი საყვარელი ფოტოა, სულ წარმოვიდგენ, როგორი იყავი ცხოვრებაში... ალბათ ბევრად ლამაზი, ვიდრე ამ ფოტოში ხარ....

გია ქარსელაძე, 9 აპრილი".

mshoblebi

altორსული გოგონა და 16 წლის მოზარდები - 9 აპრილის პატარა გმირები