სუფთა ჯიშის გერმანელი მანდილოსნები გერმანელი ოფიცრებისგან უნდა დაფეხმძიმებულიყვნენ, შემდეგ კი... ყველას კარგად მოეხსენება, მესამე რეიხის დროს გერმანელები აქტიურად ეწეოდნენ პროპაგანდას იმასთან დაკავშირებით, რომ გერმანელი ერი აშკარად უპირატესი იყო სხვა ერებთან შედარებით. ნაცისტებს გულწრფელად სჯეროდათ საკუთარი თეორიის. ისინი ყველანაირად ცდილობდნენ სხვა ერების დაკნინებასა და მათი მორჩილების მოპოვებას.
საკუთარი ერის მომავალი მათ გენეტიკური ფონდის დახვეწით წარმოედგინათ. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა საიდუმლო პროგრამა სახელწოდებით Lebensborn, რაც სიცოხლის საწყისს ნიშნავს.
თავდაპირველი პროგრამა გულისხმობდა სუფთა ჯიშის გერმანელი მანდილოსნების შერჩევას, რომლებიც გერმანელი ოფიცრებისგან უნდა დაფეხმძიმებულიყვნენ. ვარაუდობდნენ, რომ ასეთი კავშირისაგან სუპერბავშვები უნდა დაბადებულიყვნენ და სწორედ ეს სუპერბავშვები განაპირობებდნენ მომავალში გერმანელების მსოფლიო ბატონობას. ამ ექსპერიმენტის ყველაზე ცნობილი შედეგი გახდა ანი ფრინგ ლინგსტადი, ლეგენდარული ჯგუფის, აბბა-ს სოლისტი, თუმცა ძალიან მალე გერმანელების ექსპერიმენტი კიდევ უფრო დაუნდობელი გახდა.
ამ ექსპერიმენტისთვის შერჩეულ ქალებს სპეციალურ ინკუბატორშიო ასახლებდნენ, სადაც იდეალური პირობები იყო შექმნილი ნაყოფის განვითარებისთვის. ერთ-ერთი ასეთი დაწესებულება გახლდათ პანსიონი მიუნხენის მახლობლად, რომელიც 1936 წელს გაიხსნა. ევროპის დაპყრობის შემდეგ კი გერმანული პროგრამა გერმანიის საზღვრებს გარეთაც ამოქმედდა და ყველაზე დიდ წარმატებას ნორვეგიაში მიაღწია. გერმანელები ადგილობრივ ცისფერთვალა გოგონებს საკუთარი პროგრამისთვის იდეალურ მასალად მიიჩნევდნენ. ნორვეგიელი ქალებისთვის კი გერმანელ მამაკაცებთან ინტიმური ურთიერთობის დამყარება ომის დროს მშვიდობიანად ცხოვრების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა, მიუხედავად იმისამ, რომ ეს ქალბატონები რეალურად მოსიარულე ინკუბატორები იყვნენ, რომლებიც სუპერბავშვებს ავითარებდნენ საკუთარ ორგანიზმში, გაჩენილ ბავშვებს კი მათ აუცილებლად ართმევდნენ.
ამ პროექტის არსებობის პერიოდში გერმანიაში დაახლოებით 8 000 სუპერ ბავშვი დაიბადა, ნორვეგიში კი - დაახლოებით 12 000.
1938 წელს, მეორე მსოფლიო ომოს დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გერმანელებმა პროექტის ტემპის დაჩქარება გადაწყვიტეს. ისინი ისეთ ორსულ ქალებსაც იღებდნენ, რომლებიც, მათი აზრით, სრულიად შეესაბამებოდნენ მათ პროგრამას. ორსულ ქალებს ფულს უხდიდნენ, გამოდის, რომ გერმანელები ბავშვებს უბრალოდ ყიდულობდნენ.
ახალშობლებს სპეციალური შემუშავებული სისტემით ზრდიდნენ და აბსოლუტურად იზოლირებულები ჰყავდათ.
აღმოსავლეთ ევროპის დაპყრობის შემდეგ კი გერმანელებმა ქერა ბავშვების მოტაცებაც დაიწყეს. ფინალურ შემოწმებას მოტაცებული ბავშვები გერმანიაში გადიოდნენ.
გერმანელი ექმები ბავშვებს ვარგისიანობის მიხედვით ახარისხებდნენ, მათთვის გამოუსადეგარ მასალას საკონცეტრაციო ბანაკებში ანაწილებდნენ. ვისაც გაუმართლებდა, ის გერმანიზაციის ექსპრესკურსს ეუფლებოდა. მათთან ფსიქოლოგები მუშაობდნენ, რომლებიც ამ ბავშვებს საკუთარი სახლ-კარის დავიწყებაში ეხმარებოდნენ. თუ რომელიმე ბავშვს თმები გაუმუქდებოდა, მას ულტრაისფერი სხივებით ასხივებდნენ. სპეციალურად დამუშავებულ ბავშვებს აღსაზრდელად გერმანელების ოჯახებში ანაწილებდნენ.
როდესაც ნაცისტებმა საბოლოოდ გააცნობიერეს საკუთარი კრახი, ყველა საიდუმლო მასალის განადგურება დაიწყეს. საბოლოოდ, ამ პროექტის შესახებ ოფიციალური დოკუმენტაციის მოძიება ვერ მოხერხდა.
ამ ექსპერიმენტში მონაწილე ბავშვების ზუსტი რაოდენობა უცნობია. ისტორიკოსები სავარუდოდ 200 ათას ადამიანს ასახელებენ.
გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ კი ნორვეგიელი სუპერბავშვები ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ისინი უბრალოდ იდევნებოდნენ. შვედეთმა გამოიჩინა კეთილი ნება და ეს ადამიანები თავის ქვეყანაში მიიღო.
ასე გახდა ზემოხსენებული ანი-ფრიდ ლინგსტადი "აბბას" სოლისტი, შვედი. მისი მამა კი გერმანელი ოფიცერი გახლდათ.
გერმანელებმა უამრავი სამეცნიერო კვლევაც ჩაატარეს, ახალ აღმოჩენებსაც დაუდეს სათავე, თუმცა ყველაფერ ამას მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ღირდა კი ყველაფერი ეს ამ ადამიანების სიცოხლედ. დასკვნის გაკეთება თქვენთვის მოგვინდია.
ასევე იხილეთ: ადამიანებზე ჩატარებული ყველაზე არაადამიანური ექსპერიმენტები - სადამდე მიდის ფანტაზია?