ანა ახვლედიანი და გიგი ბერაია ერთ-ერთი გამორჩეულად ლამაზი ქართველი წყვილია. მათი ფოტოები ყოველთვის დიდ აღფრთოვანებს იწვევს ხოლმე. ანა და გიგი გოგონას მშობლები არიან. 6 თვის წინ ევა გაჩნდა, რომელმაც წყვილის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ანა მშობიარობის შემდეგაც ისეთივე კარგ ფორმაშია, როგორც პოდიუმზე დგომისას იყო. მის ფეისბუქ გვერდს თუ გადაავლებთ თვალს, ნამდვილად ვერ იტყვით, რომ ამ გოგონამ 6 თვის წინ შვილი გააჩინა.
დღეს ანამ და გიგიმ შვილი მონათლეს. 6 თვის ევა გაქრისტიანდა, ცერემონიის ამსახველი კადრები კი წყვილმა სოციალურ ქსელშიც ატვირთა. ფერია ევა თეთრ სამოსში იყო გამოწყობილი და ვუალიანი ქუდი ამშვენებდა.
თეკლა ჟვანია
"ულამაზესი ოჯახი" - ანა ახვლედიანისა და გიგი ბერაიას ოჯახური ფოტოები