მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის 14 წლის ქალიშვილის შესახებ ადრეც ვწერდით. მაშინ დევას პაპარაცული ფოტოები თუ მოიპოვებოდა ინტერნეტში. ახლა კი გოგონამ სერიოზულ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და სულ მალე, ოფიციალური ფოტოებიც გამოჩნდება.
დევა "დოლჩე და გაბანას" ერთ-ერთი არომატი სარეკლამო სახედ აირჩიეს და პირველი სარეკლამო რგოლიც გადაიღეს - პატარა იტალიურ ქალაქში. ეს დევას პირველი სერიოზული ნამუშევარია - მანამდე მშობლები მაქსიმალურად ცდილობდნენ, საზოგადოების ყურადღების ობიექტად არ ექციათ გოგონა.
ეს ფოტოები გადასაღები მოედნიდან არის - დევა აშკარად სულ უფრო და უფრო მშვენდება და დედის კვალს მიჰყვება.
ნახეთ მეტი მონიკას შვილებზე - ჰგავს თუ არა მას უმცროსი ქალიშვილი