დანიის უმდიდრესი ადამიანის 3 შვილი შრი-ლანკაზე მომხდარ ტერაქტს ემსხვერპლა - მშობლები

დანიის უმდიდრესი ადამიანის 3 შვილი შრი-ლანკაზე მომხდარ ტერაქტს ემსხვერპლა

2019-04-22 08:51:29+04:00

შრი-ლანკაზე მომხდარ საშინელ ტერორისტულ აქტს ამ დროის მონაცემებით 290 ადამიანი ემსხვერპლა და 450 დაშავებულია. გუშინ, როცა კათოლიკური სამყარო აღდგომას ზეიმობდა, შრი-ლანკის ტერიტორიაზე რვა აფეთქება მოხვდა. თვითმკვლელი ტერორისტების შეტევების ობიექტებად იქცნენ ძვირად ღირებული სასტუმროები დედაქალაქ კოლომბოში და ასევე ტაძრები.

გარდაცვლილებს შორის აღმოჩნდნენ დანიის უმდიდრესი ადამიანის, ASOS-ის მფლობელ ანდერს ჰოლჩ პოვლსენის შვილები. 4 შვილის მამას ერთ დღეში სამი შვილი მოუკლეს. ოჯახი შრი-ლანკაზე აღდგომის შესახვედრად ჩავიდა.

ცნობისათვის, 46 წლის პოვლსენის ქონება 5,7 მლრდ დოლარად არის შეფასებული.