"ჩემი ცხოვრების მოტივაცია ჩემი შვილები არიან" - "ჩცდ"-ს მსახიობის რეალური ცხოვრება - მშობლები

"ჩემი ცხოვრების მოტივაცია ჩემი შვილები არიან" - "ჩცდ"-ს მსახიობის რეალური ცხოვრება

2019-04-30 14:53:32+04:00

ახალგაზრდა მსახიობი ქეთი წიქვაძე ქართული გახმაურებული ტელესერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის ჩიკას „სკანდალური“ დაქალის როლს ასრულებს, თუმცა როგორც ქეთი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ხელოვანი ადამიანების გარემოცვაში გაიზარდა, პროფესიით ტელე-კინომენეჯერია და სრულიად შემთხვევით მოხვდა ამ როლის ქასთინგებზე. როგორც ქეთი აღნიშნავს, ეს კინოროლი მისთვის პირველია და საერთოდ არ ჰგავს იმ პერსონაჟს, რომელსაც სერიალში განასახიერებს.

„ბომონდი“-ს ბლიც ინტერვიუს კითხვებს ყველაზე პოპულარული ქართული ტელესერიალის, ლეკას კროლის შემსრულებელი - ქეთი წიქვაძე პასუხობს.

ბავშვობაში ვიყავი...

- საკმაოდ პუტკუნა და საყვარელი...

როლი, რომელსაც სიამოვნებით მოვირგებდი...

- დიახ, არც მეტი არც ნაკლები ჯულია რობერტსი ვიქნებოდი და დიდი სიამოვნებით მის ყველა როლს მოვირგებდი.

ოჯახი...

- ჩემთვის ოჯახი ყველაფერია, ეს არის ბედნიერება, რომელსაც წლებთან ერთად აანალიზებ და ხვდები, თუ რამდენად ძვირფასი რამ არის.

შემთხვევა, რომელმაც შემცვალა...

- შემთხვევას, როგორც ასეთს ვერ ვიხსენებ, თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ სიყვარულმა განაპირობა ჩემი შეცვლა, ეს ისეთი გრძნობაა, რომელიც რადიკალურ ცვლილებებს იწვევს ყველა სულიერშიასე მგონია...

მამოტივირებს...

- ჩემი ცხოვრების მოტივაცია ჩემი შვილები არიან, ისინი ყოველდღიურად კი არა ყოველ წამს მამოტივირებენ ყველაფერი უკეთესობისკენ.

განაგრძეთ კითხვა