ბავშვის სწორი კვების 7 პრინციპი, რომელიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს - მშობლები

ბავშვის სწორი კვების 7 პრინციპი, რომელიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს

2019-05-06 06:09:10+04:00

თანამედროვე სავალალო ეკოლოგიური გარემოს პირობებში (დაბინძურებელი ჰაერი, ინტენსიური ელექტრომაგნიტური გამოსხივება, სტრესები და სხვა ) სწორ კვებას წამყვანი როლი ეკისრება ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ხოლო, როცა საქმე ეხება ბავშვის ჯანმრთელობას, სწორი კვება ასევე საფუძველს უყრის ბავშვის სწორ განვითრებას მრავალი წლების განმავლობაში.

1 წლის შემდეგ ბავშვები მზად არიან "დააგემოვნონ " დიდების რაციონი. მაგრამ ბავშვის შეყვანა მოზრდილების საკვებ სამყაროში თანმიმდევრულად უნდა მოხდეს. ბავშვების საჭმლის მომნელებელი ფუნქცია ჯერ არასაკმარისად არის განვითარებული და მხოლოდ 5-6 წლისათვის მათ შეუძლიათ სრულად გადააამუშაონ საკვების ყველა კომპონენტი. ამიტომ სკოლამდელი ასაკის ბავშვისათვის აუცილებელია სწორი სრულყოფილი დაბალანსებული კვება, რის გარეშეც მას შეიძლება, შეიძინოს სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები. ამგვარად, ბავშვის ჯანმრთელობა პირველ რიგში, განპირობებულია სწორი კვებით.

განვიხილოთ ბავშვის სწორი კვების 7 ძირითადი პრინციპი, რომელსაც ექიმი თერაპევტი და "აურა პლუსის" დამფუძნებელი რუსუდან მერმანიშვილი გვთავაზობს.

სწორი სითხის რეჟიმის დაცვა.

mshoblebi

წყალი არ არის საკვები პროდუქტი. მაგრამ იგი ჩვენი რაციონის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ბავშვები, მათი მაღალი ფიზიკური აქტიურობიდან გამომდინარე, წყლის დაკარგვას საკმაოდ მტკივნეულად განიცდიან. ამიტომ, ბავშვმა უნდა მიიღოს სითხე იმდენი, რამდენიც მას სურს. ხშირი აკრძალვები მშობლის მხრიდან სითხის შეზღუდვასთან დაკავშირებით არასწორია. მთვარია, რომ სითხე, რომელსაც ბავშვი ღებულობს, არ იყოს ტკბილი კომპოტების ან წვენების სახით, ან, რაც კიდევ მეტად დაუშვებელია, ტკბილი გაზიანი სასმელი. ყველა ეს სითხე საკმაოდ დიდ დატვირთვას აკისრებს ბავშვის მოუმწიფებელ ჰეპატო-პანკრეატულ სისტემას და შემდგომში საფუძველს უქმნის სხვადასხვა სახის მეტაბოლურ დარღვევებს - ჭარბი წონის და შაქრიანი დიაბეტის ჩათვლით. ამიტომ უმჯობესია ბავშვმა მიიღოს უბრალო ან უგაზო მინერალური წყალი, ჩირების უშაქრო კომპოტი თერმული დამუშავების გარეშე, ბალახოვანი და საბავშვო ჩაი. ყურადსაღებია ასევე სწორი წყლის რეჟიმის დაცვაც. სითხე ბავშვს უნდა მივაწოდოთ საკვების მიღებამდე დაახლოებით 0.5 საათით ადრე, არ მივცეთ ჭამის დროს, ხოლო ჭამის შემდეგ 1 საათიანი ინტერვალი მაინც გავაკეთებინოთ.

ბავშვის საკვები აუცილებლად უნდა იყოს მრავალფეროვანი და დაბალანსებული

მოზარდი ბავშვის ორგანიზმისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ცილების, ცხიმების და ნახშირწლების მიღება საკმაო რაოდენობა უჯრედისით. ამასთან ერთად, საკვები უნდა შეიცავდეს ბავშვისათვის აუცილებელ ვიტამინებსა და მინერალებს. ცილების და ცხიმების შეფარდება დაახლოებით 1:1 უნდა იყოს, 3-4 ჯერ მეტი რაოდენობით უნდა იყოს წარმოდგენილი ნახშირწყლები, რათა დაფაროს ბავშვის ენერგოხარჯვა. რაც უფრო მრავალფეროვანია ბავშვის რაციონი, მით უკეთესია. დაუშვებელია ბავშვის ერთფეროვანი საკვებით ხანგრძლივად კვება. ბავშვის საკვები უნდა იყოს წარმოდგენილი დიდი ოდენობა ხილითა და ბოსტნეულით, უცხიმო ხორცითა და თევზით, რძის ნაწარმით, ბურღულეულით (მამანის ბურღულის გარდა), პარკოსანი კულტურებით, კვერცხით, ნუშითა და ნიგვზით, თაფლით (ალერგიული ფონის გათვალისწინებით). შაქარი და ცომ-ფუნთუშეული მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი. სუფრის მარილის მაგივრად გამოვიყენოთ ზღვის ან ჰიმალაის მარილი, პერიოდულად-იოდირებული. ოღონდაც ამ ტიპის მარილებით არ შეიძლება საკვების მომზადება. შესაძლებელია მათი მოყრა უკვე გამზადებულ საკვებზე.

ნუ ავურევთ სხვადასხვა ტიპის საკვებს ერთმანეთში

ვეცადოთ ერთ კვებაზე ბავშვს მივცეთ ან პირველი ან მეორე კერძი, მაგალითად, ან სუფი ან ხორცი უკრახმალო ბოსტნეულთან ერთად. რაც შეეხება ხილს, არ არის მიზანშეწონილი საკვებზე ხილის დაყოლება. ხილი არის ცალკე საკვები და იგი უნდა მივცეთ ბავშვს ცალკე. ყოვლად დაუშვებელია საკვებზე ტკბილეულის დაყოლება. ვეცადოთ, რომ ბავშვს მსგავსი ჩვევა არ ჩამოუყალიბდეს. ნუ დავაძალებთ საკვებთან ერთად პურის მიღებას. თუ ბავშვს მოუნდება, იგი პურს მიიღებს ცალკე ძირითადი კვების გარეშე. საქმე იმაშია, რომ ცილებისა და ნახშირწყლების გადამუშავება ხდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა ნაწილებში და მათი მიწოდებაც აუცილებელია ცალ-ცალკე რამოდენიმე საათის ინტერვალით. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს ერთდროულად მივცემთ ხორცს და კარტოფილს, კარგად ვერ გადამუშავდება ვერც ერთი და ვერც მეორე. უმჯობესია ქათმის ხორცი ბავშვს ბოსტნეულთან ერთად მივცეთ.

mshoblebi

დაიცავით საკვების რაოდენობაში ზომიერება

ბავშვის საკვების რაოდენობრივად ზომიერად მიღება ხელს უწყობს სრულფასოვნად საკვების გადამუშავებას. სისტემატიურად საკვების გადამეტებულად მიღება ხელს უწყობს ცხიმოვანი მასის ჭარბად დაგროვებას, იმუნიტეტის დაქვეითებას და მრავალი დაავადების განვითარებას. ხოლო საკვების დეფიციტი ორგანიზმის გამოფიტვას იწვევს.

კვების რეჟიმის დაცვა ასევე მნიშვნელოვანია

სასურველია ყოველდღიური საკვების მიღების დრო ძალიან არ განსხვავდებოდეს (მაქს. 0.5 სთ), რაც საკვების სრულფასოვნად გადამუშავებას უწყობს ხელს.

მნიშვნელოვანია ბავშვის საკვები დამზადებული იყოს უშუალოდ საკვების მიღების წინ

ნუ მივცემთ ბავშვს 2-3 დღის წინ დამზადებულ საკვებს. დაუშვებელია ბავშვის საკვების მეორედ და მესამედ გაცხელება.

ვეცადოთ საკვები დავამზადოთ ორთქლზე ან გრილზე. არ გამოვიყენოთ მცენარეული ზეთები საკვების შესაწვავად (განსაკუთრებით მზესუმზირას ზეთი, რომელიც წვისას ტრანსცხიმებად გადაიქცევა).

არ გამოვიყენოთ სანელებლები, რომლებმაც შეიძლება ბავშვის კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გააღიზიანოს.

რაც ნაკლებია ბოსტნეულის თერმული დამუშავების დრო, მით უკეთესია.

მაგრამ აგრეთვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხორცი, თევზი, კვერცხი აუცილებლად თერმულად კარგად უნდა იყოს დამუშავებული ზოგიერთი დაავადების თავიდან ასაცილებლად.

ნუ დააძალებთ ბავშვს საკვების მიღებას

mshoblebi

თუ ბავშვს კონკრეტულ მომენტში ჭამა არ უნდა, ნუ დააძალებთ მას. შესაძლოა ბავშვს არ შიოდეს, ხოლო დაძალებით ჩვენ მას ვაიძულებთ და ამით ვაჩვევთ საკვების მიღებას მაშინ, როცა მას არ შია.

დაიმახსოვრეთ: ბავშვი არც ერთ ასაკში, თუ მას რაიმე არ აწუხებს, შიმშილით თავს არ მოიკლავს. ადრე თუ გვიან ის აუცილებლად მიიღებს მისთვის აუცილებელ ნორმას და თვითონ დაარეგულირებს საკვების მიღების რეჟიმს. სამწუხაროდ, ეს მომენტი მშობლისათვის ფსიქოლოგიურად რთული გადასატანია. მას ეჩვენება, რომ ბავშმა თუ ულუფა ბოლომდე არ გაათავა, მას რაღაც აწუხებს, ან "გახდება" ან გამოიფიტება და ცდილობს ბოლო ლუკმა "ჩაატენოს". არც ფიზიკურად, არც ფიზიოლოგიურად, არც მორალურად მშობლის ამგვარი საქციელი არ არის სწორი. ხშირად ყალიბდება ბავშვის საკვების მიღების ე.წ. რიტუალი ცეკვებით, სიმღერებით, მთელი ოჯახის მონაწილეობით. ბავშვს უყალიბდება საკვების მიღების გარკვეული სტერეოტიპი და იგი შემდგომშიც ითხოვს გართობას საკვების მიღების დროს. ხშირად მოზრდილ ასაკში იგი ნახულობს ალტერნატივას ტელევიზორში ან კომპიუტერში, რაც კვების დროს ყოვლად დაუშვებელია.

ამ და სხვა წესების დაცვა დაგეხმარებათ ბავშვს ჩამოუყალიბოთ სწორი კვების წესები, რომელიც შემდგომ ცხოვრებაში მას ძალიან კარგ სამსახურს გაუწევს.