როგორც ცნობილია, მეგან მარკლმა ცოტა ხნის წინ იმშობიარა და წყვილი ახალშობილთან ერთად პრესის წინაშეც წარდგა. ბავშვის სახე დაფარული იყო და ცოლ-ქმარს სახელიც არ გაუმჟღავნებია. თუმცა მეგანმა რამდენიმე შეკითხვას უპასუხა და თავისი პირველი ემოციებიც გაამხილა:
- ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ჩემ გვერდით მსოფლიოს ორი საუკეთესო მამაკაცია. ბავშვს შესანიშნავი ხასიათი აქვს, ძალიან წყნარია.
მეგანმა ტრადიცია დაარღვია და არ გამოჩნდა ფოტოსესიისთვის სამშობიაროს ზღურბლთან მშობიარობიდან რამდენიმე საათში. პატარა 3,2 კგ დაიბადა 6 მაისს, ლონდონის საავადმყოფოში.
ბავშვი მეშვიდე იქნება ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეთა რიგში - პრინცი ჩარლზის, ბიძია უილიამის, მისი სამი შვილისა და მამამამისის - ჰარის შემდეგ.
მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ვაჟიშვილის ოფიციალური სახელი ცნობილია - რა დაარქვეს ახალშობილს