მარწყვის მურაბა, რომელშიც ნაყოფი მკვრივი და არომატული რჩება - მშობლები

მარწყვის მურაბა, რომელშიც ნაყოფი მკვრივი და არომატული რჩება

2019-05-23 09:00:05+04:00

მარწყვის მურაბის მომზადების სირთულე იმაშია, რომ ნაყოფი ადვილად იშლება ან სიმკვრივეს ვერ ინარჩუნებს და არასასიამოვნო სტრუქტურის ხდება. გთავაზობთ მარწყვის მურაბის რეცეპტს, რომელშიც ნაყოფი უფრო მკვრივი რჩება.

დაგჭირდებათ:

1 კგ მკვრივი მარწყვი

1 კგ შაქარი

1 ჭიქა წყალი (ან ნახ. ჭიქა წყალში შერეული ნახ. ჭიქა წითელი ღვინო)

ვანილი - გემოვნებით

მომზადება:

გადაარჩიეთ მარწყვი, მოაყარეთ შაქარი, დაასხით წყალი (ან ღვინოგარეული წყალი) და გააჩერეთ რამდენიმე საათით, რომ წვენი გაუშვას.

ამის შემდეგ ადუღეთ 5 წუთი. მურაბას 10 საათით გაცივება სჭირდება, შემდეგ ისევ 5 წუთით ადუღებთ ვანილთან ერთად. კვლავ 10 საათი გააჩერეთ და 5 წუთით კიდევ ადუღეთ. მდუღარე ჩაასხით ქილებში.

ღვინით არომატული გამოდის. რუღილს შორის ხანგრძლივი შუალედები კი უზრუნველყოფს, რომ ნაყოფი მკვირივი გამოვიდეს, თუმცა, მაინც შეარჩიეთ მკვირივი მარწყვი.

altხასხასა მარწყვის ჯემი - ქართველი დიასახლისის რეცეპტით

altმარწყვის ადვილად მოსამზადებელი ტორტი ანა კოსტავასგან

altსეზონის ჰიტი - მარწყვის ტორტი