"ჩემი ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი და სიყვარულით სავსე სკვინჩა აღარ მყავს" - ვინ იყო გოგონა, რომელიც ლაგოდეხის ნაკრძალში გარდაიცვალა - მშობლები

"ჩემი ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი და სიყვარულით სავსე სკვინჩა აღარ მყავს" - ვინ იყო გოგონა, რომელიც ლაგოდეხის ნაკრძალში გარდაიცვალა

2019-05-27 09:13:24+04:00

როგორც იცით, კიდევ ერთი უბედური შემთხვევა 26 მაისს მოხდა ლაგოდეხის ნაკრძალში, სადაც ექსკურსიაზე - ნინოსხევის ჩანჩქერზე მყოფი 16 წლის გოგონა წყალმა წაიღო. გვიან ღამემდე რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, მაშველები დაკარგულ მოზარდს ეძებდნენ. დილიდან ისევ განახლდა სამაშველო სამუშაოები, თბილისიდან დამატებით ჩავიდნენ მყვინთავებიც, სამწუხაროდ, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა, მაშველებმა ცხედარი ახლახან იპოვეს.

გოგონა კერძო სკოლა "ალბიონის" მეთერმეტე კლასის მოსწავლე იყო, სოფი ბერძენიშვილი. სოფი ცნობილი ბლოგერის სალომე ბარკერის და გახლდათ.

სალომემ ცოტა ხნის წინ გაავრცელა სოციალურ ქსელში გოგონას ფოტო წარწერით:

"ჩემი ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი და სიყვარულით სავსე სკვინჩა აღარ მყავს. არ ვიცი, რა ვქნა"...

იხილეთ, რას ამბობენ მომხდარზე თვითმხილველები -

alt"ბავშვმა უცებ "რუგზაკი მოიხსნა", თქვა, უნდა ვიბანაოო და გადახტა წყალში. სულ წამებში გაუჩინარდა" - რა მოხდა ნინოსხევის ჩანჩქერზე?

ვუსამძიმრებთ ოჯახს ამ დიდ ტრაგედიას...