ცნობილი სიმღერა Happy Birthday საბავშვო ბაღის მასწავლებლებმა დებმა შექმნეს, თანაც სულ სხვა დანიშნულებით - მშობლები

ცნობილი სიმღერა Happy Birthday საბავშვო ბაღის მასწავლებლებმა დებმა შექმნეს, თანაც სულ სხვა დანიშნულებით

2019-05-30 08:47:51+04:00

გინესის რეკორდების წიგნმა სიმღერა Happy Birthday to You ყველაზე ცნობილ და გამოცნობად სიმღერად აღიარა. პოპულარობით მას ვერავინ შეედრება. დედამიწის ნებისმიერი კუთხის მცხოვრებმა ზეპირად იცის სიმღერის ტექსტი და ბევრ ქვეყანაში მის თარგმანსაც მღერიან.

გავიხსენოთ, ვინ, რატომ და როგორ დაწერა სიმღერა Happy Birthday to You!

სიმღერის ისტორია

მიუხედავად იმისა, რომ სიმღერის შექმნას მრავალი მკვლევარი იკვლევდა, ბევრი ვერაფერი გაარკვიეს. ცნობილია, რომ Happy Birthday ოთხბწკარიანი სიმღერის Good Morning to All საფუძველზე შეიქმნა. ის მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში დებმა პატი და მილდრედ ჰილებმა დაწერეს. დები კენტუკის შტატში საბავშვო ბაღის მასწავლებლებად მუშაობდნენ.

მათ სურდათ, ბავშვებისთვის დილიდანვე რაღაც განსაკუთრებული განწყობა შეექმნათ. მათ მისალმების ბევრნაირი ხერხი სცადეს და მიხვდნენ, რომ ყველაზე იდეალური მათთვის სიმღერით მისალმება იქნებოდა. თუმცა ყოველ დილით ერთი და იგივეს მღერა ბავშვებს აუცილებლად მობეზრდებოდათ. ამიტომ დიდი ხნის ძიების შემდეგ დაადგინეს, რომ ყველაზე ბუნებრივი განმეორება, რომლის დროსაც მობეზრების განცდა არ ჩნდება, მისალმებაა, უბრალო „დილა მშვიდობისა“. ამ სიტყვების ჯადოსნური ძალა დებმა მასწავლებლებმა კარგად გააცნობიერეს. „დილა მშვიდობისას“ ახლავს მხნეობა, სიხარული, ურთიერთობის განცდა. ამ სიტყვების ამღერება კი იოლად მოახერხეს.

mshoblebi

ასე რომ, ცნობილ Happy Birthday -ს მელოდია თავიდან ამ სიტყვებით იმღერებოდა:

Good morning to you,

good morning to you,

good morning, dear children,

good morning to all.

ტექსტი პატიმ დაწერა, მელოდია კი მილდრედმა და ამ სიმღერას დები დილაობით სკოლაში მისული ბავშვების მისასალმებლად მღეროდნენ. შემდეგ შეიქმნა მეორე ვერსია:

A welcome to you,

a welcome to you,

a welcome, dear children,

we’re glad to see you.

მას კლასში ახალი მოსწავლის მიღებისას მღეროდნენ.

შეიძლება დებმა ტექსტი და მელოდია უკვე არსებული სიმღერებიდან - Good Night to You All, Happy Greetings to All ან A Happy New Year to All. - ისესხეს.

თუ როგორ გადაიქცა სიმღერა Good Morning to All appy Birthday to You-დ ისტორია დუმს. შეიძლება, სიმღერის ტექსტი თავად ბავშვება გადააკეთეს, რათა კლასელისთვის დაბადების დღე მიელოცათ.

პირველად სიმღერის Happy Birthday to You ტექსტიცა და ნოტებიც 1912 წელს The Beginners’ Book of Songs-ის კრებულში დაიბეჭდა. წიგნი გამოსცა კომპანიამ, რომელიც პიანინოების წარმოებით იყო დაკავებული. მომდევნო წლებში სიმღერის ტექსტიცა და ნოტებიც სხვადასხვა გამომცემლობებმაც დაბეჭდეს.

საავტორო უფლებები

მიუხედავად იმისა, რომ Happy Birthday to You პოპულარული სიმღერა გახდა, დებს მოგებიდან დივიდენდებს არავინ უხდიდა. უფრო მეტიც, 1935 წელს სიმღერის უფლება კომპანია Clayton F. Summy მიითვისა და სიმღერის ავტორებად უერ ორემა და რ.რ. ფორმანი დაასახელა. დებმა სარჩელი აღძრეს და მოითხოვეს სიმღერის გამოყენებიდან აღებული თანხის ნაწილი მათთვის გადაერიცხათ. თავის მხრივ კი, შემოსულ თანხას დები საქველმოქმედო მიზებისთვის იყენებენ.

დღესდღეობით სიმღერის ყველა უფლებას Warner/Chappell Music ფლობს. მან სიმღერა 1988 წელს ხუთ მილიონ დოლარად შეძინა. და ყველამ, ვინც Happy Birthday to You-ს იმღერებს, კომპანიას ფული უნდა გადაუხადოს. საინტერესო ისაა, რომ მხოლოდ 2008 წელს კომპანიამ სიმღერის გამოყენებისთვის 2 მლნ დოლარის მოგება ნახა. თუმცა, Warner/Chappell Music-ს სიმღერის მფლობელობის ვადა 2030 წელს გაუუქმდება და საინტერესოა, შემდეგი ვინ იქნება.

Happy Birthday to You შემსრულებლები

შეუძლებელია იმ ადამიანების ჩამოთვლა, ვინც ერთხელ მაინც შეასრულა ეს სიმღერა. რა თქმა უნდა, ყველაზე გამორჩეული შემსრულებელი ამერიკელი მსახიობი მერილინ მონრო იყო. მან სიმღერა 1962 წელს ამერიკის პრეზიდენტ ჯონ კენედის დაბადების დღეზე იმღერა.