შინ მომზადებული პიცა პატარებისთვის - მშობლები

შინ მომზადებული პიცა პატარებისთვის

2014-10-04 06:44:06+04:00

ინგრედიენტებისგან შეგიძლიათ, სასაცილო სახეც გააკეთოთ და ბავშვს მეტდ მოეწონება საჭირო მასალა:

კეფირი – 2 ჭიქა

კარაქი – 15 გრ

ფქვილი – 300 გრ

სოდა – 1 ჩ.კ.

მარილი – 1 მგ

ქათმის ფილე ან მოხარშული საქონლის ხორცი – 150 გრ

მაგარი ყველი – 50 გრ

ტკბილი წიწაკა – ნახევარი

არაჟანი – 1 სუფრის კოვზი

პომიდორი – 1 ცალი

მომზადება:

კეფირს დაუმატეთ კარაქი, მარილი, სოდა და აურიეთ. შემდეგ დაუმატეთ ფქვილი და ხელით მოზილეთ ცომი. ფქვილი ნელ-ნელა დაამატეთ, რომ მეტისმეტად მაგარი ცომი არ იყოს.

გააბრტყელეთ პიცის ცომი დაახლოებით 30 სანტიმეტრის დიამეტრზე, ზემოდან გადაუსვით არაჟანი, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ხორცი, დაჭრილი პომიდორი, ტკბილი წიწაკა, ბოლოს - გახეხილი ყველი. თუ ბავშვს უყვარს, ზეთისხილიც შეგიძლიათ დაუმატოთ. ინგრედიენტებისგან შეგიძლიათ, სასაცილო სახეც გააკეთოთ და ბავშვს მეტდ მოეწონება.

შედგით პიცა 190-200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და 20 წუთში მზად იქნება.