"არ წაიკითხოთ წიგნები, თუ..." - გიორგი კეკელიძის რჩევა ზაფხულში წასაკითხ წიგნებზე - მშობლები

"არ წაიკითხოთ წიგნები, თუ..." - გიორგი კეკელიძის რჩევა ზაფხულში წასაკითხ წიგნებზე

2019-06-14 06:22:14+04:00

ზაფხულის არდადეგები ახალი ნაწარმოებების აღმოსაჩენად საუკეთესო დროა. წიგნის კითხვასაც განსაკუთრებული ხიბლი აქვს. ამიტომ, გიორგი კეკელიძე Mshoblebi.ge-ს მკითხველს საზაფხულო რჩევებს უზიარებს:

- არ წაიკითხოთ წიგნები, თუ:

თუ ტომ და პასუხი არ არის, თქვენთვის ყველაზე დიდი პასუხი არ არის. თუ სხვების ცხოვრებით ცხოვრება გაფრთხობთ, მეტიც– სხვისი სიკვდილით სიკვდილი გაშინებთ ანუ სიკვდილამდე ბევრჯერ სიკვდილი. თუ ლუარსაბობა და ტარიელობა ვერ შეძელით. აი, ასე – ერთად ვერ შეძელით. პირველი გაგიტყდათ და მეორე – გეძნელათ. თუ რომელიმე ტანკა ან ჰაიკუ დაიწყეთ და ბოლომდე ვერ წაიკითხეთ. თუ ალუდა ქეთელაური მხოლოდ თემთან დაპირისპირებული და მეტიც – გამარჯვებული გმირი გგონიათ. თუ ხანდახან პეპისავით არ ფიქრობთ : ,,ვფიცავ არასდროს გავიზარდო იმაზე მეტი,რომ წვიმაში ყვავილების მორწყვის შემრცხვეს!’’ თუ სიცრუის გეშინიათ. რომ დაგამშვიდოთ – სიცრუის სიბრძნის. ცოტა პათეტიკურია არა? ასეა. მაგრამ მაშინაც ნუ წაიკითხავთ წიგნებს, თუ მანერულობა გაშინებთ. ხოლო სხვა შემთხვევაში მათი წაკითხვა ჯანმრთელობას არ ავნებს, მხოლოდ მცირე უკუჩვენებები აქვს. ჩემი საზაფხულო რჩევებიც ეს არის.

თამარ იაკობაშვილი