რა პროდუქტები უნდა იყოს აუცილებლად ბავშვის დღის რაციონში, რომ ის ჯანსაღად იკვებებოდეს - პედიატრის პასუხი - მშობლები

რა პროდუქტები უნდა იყოს აუცილებლად ბავშვის დღის რაციონში, რომ ის ჯანსაღად იკვებებოდეს - პედიატრის პასუხი

2019-05-24 12:20:32+04:00

როგორ უნდა ვკვებოთ ბავშვი, რომ ჯანმრთელი იყოს, მიიღოს ყველა საჭირო და სასარგებლო ნივთიერება, როგორი უნდა იყოს მისი დღის რაციონი, რა პროდუქტები უნდა მიიღოს ყოველდღიურად და რა სახით უნდა მივაწოდოთ ყველაზე საჭირო და აუცილებელი ვიტამინები და მინერალები - ეს ყველა მშობლის სადარდებელი და საზრუნავია. პედიატრი, მედეიცინის დოქტორი მაია ჩხაიძე ამ საკითხებზე დაწვრილებით გაგვცემს პასუხს და ასევე იმასაც გვეტყვის, თუ რატომ უნდა იყოს ბავშვის რაციონში აუცილებლად ენდემურ დედოზე დამზადებული მაწონი და როგორ მივაწოდოთ ბავშვს ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ნივთიერება - ომეგა3.

- ბავშვი სრულფასოვანი, ჯანსაღი რაციონი აუცილებლად უნდა შედგებოდეს ნახშირწყლებისგან, ცილებისგან, ცხიმებისგან, ვიტამინებისა და მინერალებისაგან. რა პროდუქტები უნდა მივაწოდოთ ბავშვს, როცა გვინდა, რომ ის ჯანსაღად იკვებებოდეს და რა უნდა შედიოდეს მის დღის რაციონში?

1 წლის ასაკის ზემოთ ბავშვების დღის რაციონში აუცილებლად უნდა იყოს მარცვლეული და ბურღულეული, რძე და რძის პროდუქტები, ხილი და ბოსტნეული, ხორცი ან თევზი. ყველა ეს პროდუქტი ბავშვმა აუცილებლად ყოველდღე უნდა მიიღოს.

რაც შეეხება მაწონს. ეს არის ე.წ. ქართული იოგურტი. ანტიკური ხანიდან არის საქართველოში მაწვნის დამზადების კულტურა და ახლაც გრძელდება. პედიატრთა აკადემია რეკომენდაციას უწევს ბავშვებისთვის ერთი წლის ასაკიდან, ენდემურ დედოზე დამზადებულ მაწონს.

კიდევ მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო ომეგა 3-ზე. ეს არის ცხიმოვანი მჟავა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის, მოზარდის ორგანიზმისთვის და აუცილებელი ინგრედიენტია. ომეგა 3-ის მიღება ადამიანს შეუძლია გარკვეული პროპდუქტებიდან, ეს არის თევზი, სოიოს მარცვლები და ნიგოზი. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით არის ამ პროდუქტებში, თუმცა ყოველთვის ვერ ვახერხებთ იმ რაოდენობით მიღებას, როგორც საჭიროა. მაგალითად, 1-დან 3 წლამდე ბავშვისთვის დღიური დოზაა 0,7 გრამი, უფრო მოზრდილ ასაკში - 14-18 წლისთვის, 1,5 გრამი, და სამწუხაროდ საკვებთან ერთად მას ყოველთვის ვერ ვიღებთ. მაგალითად, თევზი რაციონში კვირაში ორჯერ მაინც უნდა იყოს.

როცა ომეგა3-ს ვერ ვღებულობთ საკვებთან ერთად, აუცილებელია მისი დამატებით მიცემა კვებითი დანამატების სახით. რატომ არის აუცილებელი ომეგა 3? - ის აუმჯობესებს კოგნიტურ უნარებს ბავშვებში, მხედველობას, დასწავლის პროცესსებს, კონცენტრაციის უნარს. ევროპის ქვეყნებში ჩატარდა კვლევები და აღმოჩნდა, რომ აუცილებელია ომეგა 3-ის მიცემა ორსულებისთვის, მეძუძური დედებისთვის, ბავშვებისთვის, რადგან აწესრიგებს ნერვულ სისტემას. ასევე არსებობს კვლევები, რომლებითაც სურთ დაადგინონ, რომ ჰიპერაქტიური ბავშვების მკურნალობის პროცესებში ომეგა 3-ის ჩართვა აუცილებელია, სხვა პრეპარატებთან ერთად.

ზოგჯერ ტაბლეტებისა და წვეთების სახით ომეგა 3-ის მიცემა პროტესტს იწვევს ბავშვებში. ზოგადად, ბავშვებს არ უყვართ მედიკამენტები. ამიტომ საკმაოდ ხელსაყრელია მშობლებისთვისაც და ბავშვებისთვისაც, როდესაც ბაზარზე უკვე არსებობს ასეთი პროდუქტი, რომელიც გამდიდრებული გამდიდრებულია ომეგა 3-ით.