75 წლის მუსიკოსის 2 წლის ვაჟმა მსოფლიო აალაპარაკა - მშობლები

75 წლის მუსიკოსის 2 წლის ვაჟმა მსოფლიო აალაპარაკა

2019-06-30 17:06:14+04:00

ცნობილ მუსიკოს მიკ ჯაგერს ორი წლის წინ თავისზე ბევრად უმცროსი ცოლისგან შვილი გაუჩნდა. მაშინ ამაზე ბევრი საუბრობდა, განსაკუთრებით მუსიკოსის მხცოვანი ასაკის გამო - მიკი მაშინ 73 წლის გახლდათ. ახლახან კი მან 2 წლის შვილის ფოტოები გაასაჯაროა და მორიკი შოკი ჰქონდა საზოგადოებას - პატარა დევერო ოქტავიან ბეზილი საოცრად ჰგავს მამას, განსაკუთრებით, თუ მის ახალგაზრდობის ფოტოებს შევხედავთ.

mshoblebi

mshoblebi
მიკი ახალგაზრდობაში და მისი 2 წლის ვაჟი - მართლაც ჰგვანან ერთმანეთს

ოფიციალურად ეს მიკ ჯაგერის მეორე ცოლია - მასზე 43 წლით არის უმცროსი. ქალები მრავლად ჰყოლია ჯაგერს. ორი ცოლისა და მეგობარი ქალებისგან მას სულ 8 შვილი ჰყავს, 5 შვილიშვილი და შვილთაშვილიც კი. არ უყვარს, რომ თავი ხანდაზმულად იგრძნოს, ამიტომ ყველა ბავშვი მას სახელით მიმართავს.

mshoblebi

მიკ ჯაგერი ყოფილ ცოლსა და შვილებთან ერთად